წვდომის მენიუ

შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაგზავნის შესახებ

ნომერი: 05 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2017 18:31

მიღების თარიღი იანვარი 05, 2017

შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაგზავნის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის Nშ-10/13432-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, შპს Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს კომისიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000136 და შემოწმების დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერი დატანილი DVD-ზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია (აეკრძალა ავტორიზებული საქმიანობის განხორციელება მის განახლებამდე). აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18

გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა როგორც კომისიამ, ისე  სს „სილქნეტმა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კომისიის და სს „სილქნეტის“ კერძო საჩივრები და  გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება და შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების იმ ნაწილში მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლითაც შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შპს „TECHNOMAX LLP“-ს ჩაბარდა 2016 წლის 23 დეკემბერს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2016 წლის 29 დეკემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის (ი.ბაღაშვილი) მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  №000136, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ, 2016 წლის 29 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად, კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების - „შპს „TECHMOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“- შემდეგ, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 23 დეკემბრიდან „TECHMOMAX LLP“ აგრძელებს ავტორიზებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ავტორიზაციის გარეშე. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი იოსებ ბაღაშვილი, შპს  „Technomax LLP”-ს წარმომადგენელმა, სპს „საადვოკატო კომპანია კორძახია-ჟღენტის“ უფროსმა ადვოკატმა ნინო სოსელიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე და მოითხოვა ოქმის ასლის გაგზავნა ოფიციალურად, საფოსტო კავშირით. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში და დადასტურებულია ოქმის შემდგენელი პირის ი.ბაღაშვილის ხელმოწერით.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (ყოფილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი) Nშ-10/50-17 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „TECHNOMAX LLP“ შემოწმება, რომლის საფუძველზედაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000136 , ჩატარდა იმავე აბონენტთან, რომელთანაც ჩატარდა შემოწმება 2016 წლის 16 ნოემბერს და შედგა შემოწმების აქტი N40 (ქ. თბილისი, ს. დოდაშვილის ქ. N22, ბინა 44).

კომისია აღნიშნავს, რომ 2016  წლის 16 ნოემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „ახტელისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს   შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N40. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44  შპს „TECHNOMAX LLP“-ს აბონენტთან (აბონენტის N2877356) ნინო ბეროშვილთან. აღნიშნული აბონენტისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას შპს „TECHNOMAX LLP“ ახორციელებს შპს „ახტელთან ერთად. ამ შემოწმებასთან დაკავშირებით, კომისიაში დაწყებულია სხვა ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „Technomax LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, რაც გულისხმობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000136 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2016 წლის 29 დეკემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 5 იანვარი, 15:00 საათი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის თარიღის, დროისა და  ადგილის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა  შპს „Technomax LLP”-ს 2016 წლის 30 დეკემბერს. შპს „Technomax LLP”-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის 2017 წლის 5 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „Technomax LLP“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ შპს „Technomax LLP“-ს წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 30 დეკემბერს.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „Technomax LLP“-ს    დაუსწრებლად.

II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის Nშ-10/13432-16 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N000136 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
  3. შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი ჩანაწერი დატანილი DVD-ზე;
  4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (ყოფილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი) Nშ-10/50-17 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12808-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  6. „შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18  გადაწყვეტილება;
  7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე;
  8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება შპს „Technomax LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ნაწილში.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს  „Technomax LLP“-ს   მიმართ 2016 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000136 შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების დეპარტამენტის (ყოფილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის) შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ი. ბაღაშვილი;
  2. შპს „Technomax LLP“-ის მიერ ავტორიზებადი საქმიანობის - მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების ფაქტის შემოწმება და დადასტურება განხორციელდა შპს „Technomax LLP“-ისა და შპს „ახტელის“ აბონენტთან ნ. ბეროშვილთან, მისამართზე ქ. თბილისი, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44. კომისიის N000136 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დართული აქვს შემოწმების განხორციელების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (DVD);
  3. შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია (აეკრძალა ავტორიზებული საქმიანობის განხორციელება მის განახლებამდე). აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების მოქმედება  შეჩერდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების ნაწილში;
  4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კომისიის და სს „სილქნეტის“ კერძო საჩივრები,  გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება და არ დაკმაყოფილდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების იმ ნაწილში მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლითაც შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია.
  5. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება შპს „TECHNOMAX LLP“-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 23 დეკემბერს; აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად,  შპს „TECHNOMAX LLP“ 2016 წლის 23 დეკემბრიდან ავტორიზებად საქმიანობას ეწევა ავტორიზაციის გარეშე;
  6. შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის გარეშე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისათვის  კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N594/18 გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობა ხორციელდება  ამ საქმიანობის ავტორიზაციის   საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არის კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიწოდების  განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით, ამავე მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი  სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ანახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ო) ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი, არის მომხმარებელი, რომელიც  საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის, ხოლო ამავე მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე  მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Technomax LLP” ახორციელებდა ბოლო მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას აღნიშნულ მომსახურებაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, ვინაიდან მას ავტორიზაცია უკვე შეჩერებული ჰქონდა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Technomax LLP”-ს მიერ ჩადენილი ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „Technomax LLP”-ს უნდა დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის ქმედება - ავტორიზებადი საქმინობის განხორციელება ავტორიზაციის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლების მიღებასთან,  შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე ახორციელებს შპს „ახტელთან“ ერთად. შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „ახტელის“ ერთობლივად განხორციელებულ სამართალდარღვევაზე ვრცლად აქვს ნამსჯელი კომისიას „შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს „Technomax LLP”-ს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს „Technomax LLP”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „Technomax LLP”-მ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „Technomax LLP”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ)წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „Technomax LLP”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები