წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 105 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2017 17:37

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №09 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №09 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ,,Net House Telecom”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს „ა-ნეტ“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №09 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე 


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №09 სხდომის დღის  წესრიგი 

             ქ. თბილისი    2017  წლის 23 თებერვალი, 15:00 საათი 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. სს „თელასისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „ვ.დ. კაპიტალისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „გლდანი მოლ სერვისისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. ინდ. მეწარმე „კობა ლაგვილავასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „ვიგ ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N223 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №176/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „თბილისის არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. ქ. ქუთაისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის  გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის  გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის  გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. ქ. მარტვილში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ 419989604) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა – სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  15. შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  16. შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  17. შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  18. შპს ,,Net House Telecom”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  19. შპს „ა-ნეტ“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმებისა და შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
  20. ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  21. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.დევდარიანი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები