წვდომის მენიუ

შპს „ვიგ ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N223 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №176/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 111 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2017 17:28

მიღების თარიღი თებერვალი 23, 2017

შპსვიგ ტელეკომისნუმერაციის რესურსით სარგებლობის N223 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №176/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/682-17, 24.01.2017) მიმართა შპს „ვიგ ტელეკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N223 ნებართვის გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიგ ტელეკომი” კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №176/24 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N223 ნებართვას 10 000 სააბონენტო ნომერზე  (995 544 00X XXX).  

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიგ ტელეკომი“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით არ საქმიანობდა და შესაბამისად აბონენტები არ ჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ვიგ ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N223 ნებართვა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2015 წლის 2 აპრილის №176/24 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვიგ ტელეკომისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ვიგ ტელეკომისითვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                          მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები