შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ 419989604) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2017 17:42
მიღების თარიღი თებერვალი 23, 2017
შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ 419989604) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „ოდიში ნეტ“-ის (ს/კ419989604) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2017 წლის 30 იანვარს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „ოდიში ნეტ“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/895-17 30.01.2017), შპს „ოდიში ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „სქაიტელისა“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ოდიში ნეტ“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
შპს „სქაიტელის“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის მიერ 2017 წლის 30 იანვრის ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/895-17. 30.01.2017) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს „სქაიტელის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს „ოდიში ნეტ“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს „სქაიტელის“ შემოსავლების შესახებ;
- შპს „ოდიში ნეტ“-ის შემოსავლების შესახებ;
- შპს „სქაიტელის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- შპს „ოდიში ნეტ“-ის აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- წილის შეძენის მსურველი ავტორიზებული პირის - შპს „სქაიტელის“ აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს „ოდიში ნეტ“-ის პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი დავით გრიგოლია - წილის 33%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ია ჯიჭონაია - წილის 33%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი ემმა გრიგოლია - წილის 34%-ის მფლობელი. შპს „ოდიში ნეტ“-ის დირექტორია ზვიად ჯიჭონაია.
შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი. შპს „სქაიტელის“ დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.
შპს „ოდიში ნეტ“-ი ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში.
შპს „ოდიში ნეტ“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წელს შეადგინა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 279,076 ლარი (ხვედრითი წილი 8,26%), წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 16,020 ლარი (ხვედრითი წილი 12,65%), ხობის მუნიციპალიტეტში - 559 ლარი (ხვედრითი წილი 0,21%).
შპს „ოდიში ნეტ“-ის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 1,419 აბონენტი, კერძოდ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 1,332 აბონენტი (ხვედრითი წილი 10,07%), წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 81 აბონენტი (ხვედრითი წილი 21,66%), ხობის მუნიციპალიტეტში - 6 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,5%).
შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წელს შეადგინეს: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 26,386 ლარი (ხვედრითი წილი 1,21%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 20,278 ლარი (ხვედრითი წილი 1,57%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 10,399 ლარი (ხვედრითი წილი 2%), თბილისში - 251,742 ლარი (ხვედრითი წილი 0,21%), თეთრი წყაროს მინიციპალიტეტში - 19,504 ლარი (ხვედრითი წილი 6,1%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 468 ლარი (ხვედრითი წილი 0,07%), ქალაქ რუსთავში - 2,451 ლარი (ხვედრითი წილი 0,04%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 7,045 ლარი (ხვედრითი წილი 0,76%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 1,692 ლარი (ხვედრითი წილი 0,26%), ხობის მუნიციპალიტეტში - 224 ლარი (ხვედრითი წილი 0,08%), ჯვარის მუნიციპალიტეტში - 8,036 ლარი (ხვედრითი წილი 100%).
შპს „სქაიტელის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 4,106 აბონენტი, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 285 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,8%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 489 აბონენტი (ხვედრითი წილი 9,02%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 362 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,15%), თბილისში - 2,082 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,64%), თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში - 232 აბონენტი (ხვედრითი წილი 16,49%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 30 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,03%), ქალაქ რუსთავში - 11 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,03%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 118 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,5%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 213 აბონენტი (ხვედრითი წილი 7,54%), ხობის მუნიციპალიტეტში - 9 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,75%), ჯვარის მუნიციპალიტეტში - 275 აბონენტი (ხვედრითი წილი 100%),
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სქაიტელის“, შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ბესიკი მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს „სქაიტელის“ დირექტორს არჩილ ხოჯაშვილის, იგი ასევე არის ავტორიზებული პირების შპს „YOURNET“-ის და შპს „NIKNET“-ის დირექტორი. შპს „YOURNET“ და შპს „NIKNET“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
შპს „YOURNET“ მომსახურებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 247 აბონენტი, ხვედრითი წილი - 4,6%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 462 აბონენტი, ხვედრითი წილი - 49,4%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 668 აბონენტი, ხვედრითი წილი - 17,2%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 148 აბონენტი, ხვედრითი წილი - 5,3%). სულ შპს „YOURNET“-ის აბონენტების საერთო რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა1,525 აბონენტი.
შპს „NIKNET“ მომსახურებას ახორციელებს თბილისში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 428 აბონენტი, ხვედრითი წილი - 0,15%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 30 აბონენტი, ხვედრითი წილი - 0,8%), ხაშურის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 591 აბონენტი, ხვედრითი წილი - 8%). სულ შპს „NIKNET“-ის აბონენტების საერთო რაოდენობამ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა1,049 აბონენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ოდიში ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის შერწყმის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ოდიში ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „ოდიში ნეტ“-ს და შპს „სქაიტელს“, შპს „ოდიში ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „სქაიტელსა“ და შპს „ოდიში ნეტ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „სქაიტელის“ და შპს „ოდიში ნეტ“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელმა“ და შპს „ოდიში ნეტ“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისა“ და შპს „ოდიში ნეტ“-ისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სქაიტელისა“ და შპს „ოდიში ნეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
