კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N41/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:13
მიღების თარიღი მარტი 02, 2017
კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N41/10 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N41/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - თბილისი, სატელევიზიო ანძა; სიხშირე (მჰც) – 90.2; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები -41°41'44.70"N 44°47'6.40"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 140 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 5.
კომისია აღნიშნავს რომ ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 27 თებერვლის 17:00 საათამდე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N41/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N41/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
