წვდომის მენიუ

ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 126 / 10

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:16

მიღების თარიღი მარტი 02, 2017

. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. გორში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  გორი, სატელევიზიო ანძა; სიხშირე (მჰც) – 97.3; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები - 42°1'55.79"N 44°2'51.32"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 130 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 8.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“.

კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 2 მარტს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლების თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი.

კომისია აღნიშნავს, რომ  . გორში  კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” მიერ ხარვეზით იყო წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის ქვითარი. კერძოდ, თანხა გადარიცხული იყო არასწორ სახაზინო კოდზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” დირექტორის და  პარტნიორების გურამ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძის (პ/ნ 01008004061) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას”, მისი დირექტორის და  პარტნიორების გურამ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001008593), თამარ ჩიგოგიძის (პ/ნ 61001004747) და ზურაბ ჩიგოგიძის (პ/ნ 01008004061) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება მაუწყებლობის სფეროში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ფლობს NB156 და NB89 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებენ ქ. გორში სპეციალიზებულ მაუწყებლობას. შესაბამისად შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს ”რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” 2017 წლის 13 მარტის 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N42/10  გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები