სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ თეიმურაზ გაგუასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2017 11:54
მიღების თარიღი მარტი 02, 2017
სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ თეიმურაზ გაგუასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-9/1801-17, 22.02.17) მიმართა მოქალაქე თეიმურაზ გაგუამ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ თეიმურაზ გაგუა არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ელექტროკავშირების სახელმწიფო ინსპექციის მიერ მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L4TN 05.02.1999 წლამდე, რომლის ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია კომისიაში. „C“ კატეგორიის რადიოსამოყვარულო სახმობის 4L4TN მინიჭებაზე თეიმურაზ გაგუას რეკომენდაცია გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ლიგამ (წერილის №04; 14.02.2017).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ თეიმურაზ გაგუას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით - 2017 წლის 2 მარტიდან 2022 წლის 2 მარტის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის №
|
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 107 |
თეიმურაზ გაგუა |
მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნახუნავო
|
4L4TN |
„C“ |
2. რადიომოყვარული თეიმურაზ გაგუა, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე თეიმურაზ გაგუასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) მოქალაქე თეიმურაზ გაგუასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 2 მარტის №130/7 გადაწყვეტილების დანართი
|
|
|
|
|
|
„C“ კატეგორია
|
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz 472 – 479 kHz |
10 W 1 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1840 – 1850 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
2300 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.05 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
24.05 -24.25 GHz |
|||||
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
76 - 81 GHz |
5 W |
|
|
77.5 - 78 GHz |
|||||
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E; 3K00R3E; 3K00J3E |
241 - 248 GHz |
5 W |
|
|
248 - 250 GHz |
