წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 134 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:52

მიღების თარიღი მარტი 02, 2017

შპსტელე-რადიო კომპანია TV-7“- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/1692-17-16, 20.02.2017) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 15117 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 15324 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6854 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 2 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 თებერვლამდე;

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი და 79) ლარი კომპანიას უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის  მიხედვით:

416.65 ლარი - 2013 წლის 15 მარტამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 აპრილამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 მაისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივნისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივლისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 აგვისტომდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 სექტემბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ნოემბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 დეკემბრამდე;

416.65 ლარი - 2014 წლის 15 იანვრამდე;

416.64 ლარი - 2014 წლის 15 თებერვლამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიაში მთლიანად გადასახდელი ჰქონდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 7,142.56 ლარი. 2017 წლის 2 მარტის მდგომარეობით კომპანიას გადახდილი აქვს 4,842.70 ლარი და ერიცხება 2,299.79 ლარის დავალიანება. ამავე დროს კომპანიის მიერ მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 6 აპრილს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები