შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:28
მიღების თარიღი მარტი 02, 2017
შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
2017 წლის 10 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/135-17; 10.01.2017), საიდანაც ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“ 2016 წლის ივლისიდან არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს. ამასთან, როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება N05/3867-16, რომლითაც მოეთხოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება, ადრესატს არ ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01001406519; გაგზვნის თარიღი: 31.10.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან; გზავნილის კოდი: AP01001886409; გაგზვნის თარიღი: 28.11.2016; სტატუსი: დაბრუნებულია გამომგზავნთან). 2016 წლის 26 დეკემბერს ზემოაღნიშნული შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/avtorizirebul-pirebs-da-licenziis-mflobeli-kompaniebis-sayuradgebod2.page) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2017 წლის 25 იანვრის №10/749-17 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის №შ-10/822-17 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“-ს 2016 წლის მაისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (2016 წლის მაისის თვის ჩათვლით წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით კომპანიას შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ ზედმეტად ერიცხება - 50.44 ლარი) და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო დავალიანება ვერ დგინდება.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (№შ-10/135-17; 10.01.2017) სამსახურებრივი ბარათისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (Nშ-10/822-17;26.01.2017) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 3 თებერვალს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 9 თებერვალს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ გაეგზავნა შეტყობინება (№03/352-17; 03.02.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ არ ჩაბარდა. შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის სხდომა გადაიდო და ჩაინიშნა 2017 წლის 23 თებერვალს, 15 საათზე, რის თაობაზეც შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N03/445-17 შეტყობინებით, რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალური ვებგვერდზე (https://www.gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-damoukidebel-samauwyeblo-kompania-guria-s.page ) და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის N03/445-17 შეტყობინება შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ ჩაბარდა 2017 წლის 15 თებერვალს (ჩაიბარა: ზურაბ გობრონიძემ).
კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის სხდომაზე შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა შესაბამისად, საკითხის განხილვა გადადიო და ჩაინიშნა 2017 წლის 2 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის N03/588-17 შეტყობინებით, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის პირველ მარტს (ჩაიბარა: ზურაბ გობრონიძემ).
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის Nშ-10/2005-17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელმა სამაუწყებლო კომპანია გურიამ“ 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის წინაშე არ გააჩნია.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 28 თებერვლის Nშ-10/1998-17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელმა სამაუწყებლო კომპანია გურიამ“ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 2 მარტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/588-17, 24.02.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის პირველ მარტს (გზავნილის კოდი: AP010002292189 და AP010002292188; ჩაბარების თარიღი: 01.03.2017; ჩაიბარა: ზ. გობრონიძემ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (№შ-10/135-17; 10.01.2017) მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის (№10/749-17; 25.01.2017) სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (№შ-10/822-17; 26.01.2017) სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის №05/3867-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები (გზავნილის კოდი: AP01001406519 და AP01001886409);
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (№შ-10/2005-17; 28.02.2017) სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (№შ-10/1998-17; 28.02.2017) მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის №03/445-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის N03/588-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კპომპანია გურია“ 2015 წლის 14 ივლისისდან არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი (მაუწყებლო სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი: 24/07/2015);
- კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N05/3867-16 წერილით შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ განემარტა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს და ავტორიზებულ მაუწყებლებს დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილების დადგენილი პერიოდულობით. ამასთან, შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება;
- კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი N1 და დანართი N2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ 2016 წლის ივლისიდან არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში წარმოუდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები; 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, შპს „დამოუკიდებელმა სამაუწყებლო კომპანია გურიამ“ სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშეგბის ფორმები;
- 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ 2016 წლის მაისის თვის შემდეგ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო დავალიანება ვერ დგინდებოდა; 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, შპს „დამოუკიდებელმა სამაუწყებლო კომპანია გურიამ“ 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და კოისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური- 50.44 ლარი;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის - შპს „დამაუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დაამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,ომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიას“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
