სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ენვერი გვალიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2017 11:46
მიღების თარიღი მარტი 09, 2017
სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ენვერი გვალიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/426-17, 18.01.17) მიმართა მოქალაქე ენვერი გვალიამ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის №294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ენვერი გვალიამ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 32-ე (22.02.2017) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ენვერი გვალიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით - 2017 წლის 9 მარტიდან 2022 წლის 9 მარტის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის №
|
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 108 |
ენვერი გვალია |
მარტვილი, სოფ. ხუნწი
|
4L6EGS |
„C“ |
2. რადიომოყვარული ენვერი გვალია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ენვერი გვალიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) მოქალაქე ენვერი გვალიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 მარტის №144/7 გადაწყვეტილების დანართი
|
|
|
|
|
|
„C“ კატეგორია
|
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz 472 – 479 kHz |
10 W 1 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1840 – 1850 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
2300 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.05 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
24.05 -24.25 GHz |
|||||
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
76 - 81 GHz |
5 W |
|
|
77.5 - 78 GHz |
|||||
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E |
241 - 248 GHz |
5 W |
|
|
248 - 250 GHz |
