წვდომის მენიუ

შპს „სანკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N249 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №491/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 150 / 4

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:08

მიღების თარიღი მარტი 09, 2017

შპსსანკომისნუმერაციის რესურსით სარგებლობის N249 ნებართვის გაუქმებისა და კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №491/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1434-17, 15.02.2017) მიმართა შპს „სანკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N249 ნებართვის გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სანკომი” კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №491/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N249 ნებართვას 1000 სააბონენტო ნომერზე (282 0 XXX).  

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სანკომი“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით არ საქმიანობდა და შესაბამისად აბონენტები არ ჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „სანკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N249 ნებართვა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2015 წლის 20 აგვისტოს №491/24 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სანკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სანკომისთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  შპს ,,სანკომისითვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები