წვდომის მენიუ

ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე

ნომერი: 155 / 3

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2017 12:19

მიღების თარიღი მარტი 09, 2017

ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობის განახლებისაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრმა „ჯიხამ“    (კომისიაში რეგისტრაციის №6/2118-17 02.03.17) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია მაუწყებლობას განაახლებს 2017 წლის 13 მარტიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ „ჯიხას“ საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2016 წლის 19 აგვისტოდან.  კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2017 წლის 27 თებერვალს. კომისიამ განაახლა ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ ავტორიზაცია 2017 წლის პირველ მარტს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-112 და მე-114 პუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 9 მარტის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ წარმომადგენელი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განახლდეს ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განახლდეს ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წალენჯიხის მულტიპლექსი);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2017 წლის 13 მარტი;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

2. ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხას“ ტელემაუწყებლობის ავტორიზაციის განახლების თარიღია 01.03.2017, 12:37 საათი;

3. ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხა“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ააიპ  ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი „ჯიხასთვის“ ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები