წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 156 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 18:24

მიღების თარიღი მარტი 16, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 16 მარტის №14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 16 მარტის №14 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნას ერთი საკითხი: შპს ,,მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

2. გადაიდოს კომისიის 2017 წლის 16 მარტის №14 სხდომის დღის წესრიგის მე-18 (სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმებულთა შეფასების წესის განსაზღვრის თაობაზე) და მე-19 (სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N708/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საკითხების განხილვა 2017 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე;

3. კომისიის 2017 წლის 16 მარტის №14 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.      გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის  დღის  წესრიგი

 

             ქ. თბილისი  2017  წლის 16 მარტი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ(მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „იუნაითედ თრანსფორთ გრუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „იუნაიტედ სეკურიტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „ლასარესთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „42 პარალელის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს „მაქსტელკომის“, შპს „BOATEXPRESS”-ისა და ინდ. მეწარმე გიორგი ნუცუბიძის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძის“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძის“, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილის“, შპს „A&M TV“-ს, შპს „სმარტ სიგნალისა“ და შპს „ჰორიზონტის“ ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. შპს ,,მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
  15. შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ.ცერცვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. შპს „SKYNET”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  17. შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივ ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპ.სპეციალისტი);
  18. ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და მეორე მხრივ, „Mediafon”–სა და „mediafon Datapro“–ს  შორის ნომრის პორტაბელობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობების თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი-სამართლებრივი დეპ. მთავარი სპეციალისტი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები