ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძის“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძის“, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილის“, შპს „A&M TV“-ს, შპს „სმარტ სიგნალისა“ და შპს „ჰორიზონტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 16:51
მიღების თარიღი მარტი 16, 2017
ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძის“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძის“, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილის“, შპს „A&M TV“-ს, შპს „სმარტ სიგნალისა“ და შპს „ჰორიზონტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილი (ს/კ129320867), ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილი (ს/კ 145477310), ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძე (ს/კ146973950), ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძე (ს/კ112910388), შპს „მულტინეტი“ (ს/კ400010947) შპს „ტვ სტარი“ (ს/კ445394332) და შპს „Global+“ (ს/კ415590346) წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ:
ა) ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილს 2010 წლის მაისის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2010 წლის 20 ოქტომბერს. ასევე მას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ბ) ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილს 2012 წლის მაისის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2012 წლის 29 მარტს. ასევე მას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
გ) ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძეს 2011 წლის თებერვლის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2011 წლის 24 მარტს. ასევე მას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
დ) ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძეს 2011 წლის აპრილის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2011 წლის 14 სექტემბერს. ასევე მას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ე) შპს „მულტინეტს“ 2011 წლის აგვისტოს შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2012 წლის 8 თებერვალს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2013 წლის დეკემბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ვ) შპს „ტვ სტარი“ 2014 წლის სექტემბრის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2013 წლის 11 იანვარს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2014 წლის სექტემბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
ზ) შპს „Global+“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2013 წლის მაისის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ ვიდეოს“ (ს/კ405034957) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
კომისიის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ნიუ ვიდეოს“ 2015 წლის აპრილის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2016 წლის აპრილის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს (ს/კ 241567194) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
კომისიის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს 2011 წლის ნოემბრის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2008 წლის 18 ნოემბერს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2013 წლის თებერვლის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს „ტვმობილს“ (ს/კ432385518) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2.ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისიის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ტვმობილს“ 2015 წლის იანვრის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2015 წლის მარტის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს „A&M TV“ (ს/კ404905037) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისიის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „A&M TV“ (ს/კ404905037) 2012 წლის სექტემბრის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2012 წლის აპრილის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს „სმარტ სიგნალს“ (ს/კ401992420) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
კომისიის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 დეკემბრის (N10/13333-16) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სმარტ სიგნალს“ 2015 წლის მარტის შემდგომ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2015 წლის 16 აპრილს. ზემოაღნიშნულ კომპანიას 2016 წლის იანვრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისის აღნიშნავს, რომ შპს „ჰორიზონტს“ (ს/კ445474451) ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 26 იანვრის (Nშ-10/82-17)სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ჰორიზონტს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ზემოაღნიშნულ კომპანიას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილის, ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილის, ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძის, ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძის, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ის, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილის“, შპს „A&M TV“-ის, შპს „სმარტ სიგნალისა“ და შპს „ჰორიზონტის“ ავტორიზაციების შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 16 მარტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილის, ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილის, ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძის, ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძის, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილის“,შპს „A&M TV“-ის, შპს „სმარტ სიგნალის“ და შპს „ჰორიზონტის“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნათ იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე.
ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძეს, ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძეს, შპს „ტვ სტარს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს და შპს „ჰორიზონტს“ შეტყობინებები ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ჩაბარდათ, ხოლო ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილს, ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილს, შპს „მულტინეტს“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „ტვმობილს“, შპს „A&M TV“-ის და შპს „სმარტ სიგნალს“ გზავნილები მითითებულ მისამართებზე არ ჩაბარდა. ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილის, ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილის, შპს „მულტინეტის“, შპს „Global+“ -ს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „ტვმობილის“, შპს „A&M TV“-ის, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს და შპს „სმარტ სიგნალის“ შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2017 წლის 2 მარტს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული. 2017 წლის 16 მარტის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს ინდ. მეწარმე გიორგი გაფრინდაშვილის, ინდ. მეწარმე მამუკა კალანდარიშვილის, ინდ. მეწარმე ემზარ ზოიძის, ინდ. მეწარმე ვამეხი მიქაბერიძის, შპს „მულტინეტის“, შპს „ტვ სტარის“, შპს „Global+“ -ის, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვ მობილის“,შპს „A&M TV“-ის, შპს „სმარტ სიგნალის“ და შპს „ჰორიზონტის“ ავტორიზაციების შეჩერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:
ა) ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“ (ს/კ129320867) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ბ) ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილს“ (ს/კ 145477310) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
გ) ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძეს“ (ს/კ146973950) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
დ) ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძეს“ (ს/კ112910388), ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ე) შპს „მულტინეტს“ (ს/კ400010947) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ვ) შპს „ტვ სტარს“ (ს/კ445394332), ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ზ) შპს „Global+“-ს (ს/კ415590346) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
თ) შპს „ნიუ ვიდეოს“ (ს/კ405034957) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ი) შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს (ს/კ 241567194) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
კ) შპს „ტვმობილს“ (ს/კ432385518) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ლ) შპს „A&M TV“ (ს/კ404905037) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
მ) შპს „სმარტ სიგნალს“ (ს/კ401992420) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ნ) შპს „ჰორიზონტს“ (ს/კ445474451) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოთ ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილს“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძეს“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძეს“, შპს „მულტინეტს“, შპს „ტვ სტარს“, შპს „Global+“ -სს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილს“, შპს „A&M TV“- ს, შპს „სმარტ სიგნალს“ და შპს „ჰორიზონტს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. განემარტოთ ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილს“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძეს“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძეს“, შპს „მულტინეტს“, შპს „ტვ სტარს“, შპს „Global+“ -სს, შპს „ნიუ ვიდეოს“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-ს, შპს „ტვმობილს“, შპს „A&M TV“- ს, შპს „სმარტ სიგნალს“ და შპს „ჰორიზონტს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილისთვის“, ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილისთვის“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძისთვის“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძისთვის“, შპს „მულტინეტისთვის“, შპს „ტვ სტარისთვის“, შპს „Global+“-სთვის, შპს „ნიუ ვიდეოსთვის“, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“-სთვის, შპს „ტვმობილისთვის“, შპს „A&M TV“-სთვის, შპს „სმარტ სიგნალისთვისა“ და შპს „ჰორიზონტისთვის“, წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
