წვდომის მენიუ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 186 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2017 18:41

მიღების თარიღი მარტი 23, 2017

 საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2332-17, 10.03.17) ქ. თბილისში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობას წარმოდგენილი აქვს 1993 წელს დადებული „ხელშეკრულება ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  „კომისიის წარმომადგენლობას, მის მეთაურსა და წევრებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებსა და მომსახურე პერსონალს, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უნდა ჰქონდეთ ისეთივე უფლებები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, აგრეთვე, აკისრიათ ის ვალდებულებანი, რომლებიც გამომდინარეობს ვენის 1961 წლის კონვენციიდან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და უტოლდებიან საქართველოს რესპუბლიკაში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიის სტატუსს, ამ მისიის მეთაურისა და წევრების, მათი ოჯახების წევრებისა და მომსახურე პერსონალის სტატუსს“.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობისას    თავისუფლდებიან  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის   სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან“.

შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განთავისუფლებული უნდა იქნას „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა, „ევროგაერთიანების კომისიასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკაში ევროგაერთიანების კომისიის წარმომადგენლობის დაარსებისა და მისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1513  ნებართვა და მიენიჭოს  153.150 მჰც, 158.150 მჰც  და 413.850 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 23 მარტამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                             ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                             კ. ბექაური

კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                             მ. ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები