წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 189 / 24

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 16:59

მიღების თარიღი მარტი 23, 2017

შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/1942-17, 27/02/2017,)   მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „ჯეოსელი“ ითხოვს  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის 958222 სააბონენტო ნომერს იმ ნუმერაციის რესურსიდან,  რომელსაც იგი მართლზომიერად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 და № N99 ლიცენზიების მოქმედების ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას 577 ინდექსზე №N61 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 2 აპრილამდე) 608 517 სააბონენტო ნომერს, ხოლო 558 ინდექსზე  №N99 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 27 აპრილამდე) 349 705 სააბონენტო ნომერს.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

  • რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითდა საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • GSM
  • WCDMA;
  • LTE;

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

  • 3G;
  • სხვა;
  • ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

  • ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

  • ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
  • მულტიმედიური მომსახურება;
  • ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
  • მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
  • მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; 

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

  • თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართონ კომისიას მათ სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ.ა) ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ნებართვა გაიცემა არაგეოგრაფიულ ნომრებზე. არაგეოგრაფიული ნომრების გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1- სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა   შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2 დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 200 ლარის (თითოეულ ნებართვაზე 100 ლარი)  და რესურსით სარგებლობის საფასურის - 95822.20 ლარის (0,10 ლარი 1- სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები. შპს „ჯეოსელის“ მიერ დაცულია აგრეთვე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა სანებართვო განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N357 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-7 (ხუთი-შვიდი-შვიდი) სულ 608 517 (ექვსასრვაათას ხუთასჩვიდმეტი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)  გეოგრაფიული ზონა: საქართველო;                                           

გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 2 აპრილიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.   მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N358 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 349 705 (სამასორმოცდაცხრა ათას შვიდასხუთი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)  გეოგრაფიული ზონა: საქართველო;  

 გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 27 აპრილიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3.  ეცნობოს შპს „ჯეოსელს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 2 აპრილამდე და 2018 წლის 27 აპრილამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

4. გადაწყვეტილების დანართი №1 და №2 (CD-2 ცალი თან ერთვის) ცნობილი იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯეოსელისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები