წვდომის მენიუ

შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დოკუმენტაციის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაგზავნის თაობაზე

ნომერი: 19 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2017 13:14

მიღების თარიღი იანვარი 12, 2017

შპსახტელისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დოკუმენტაციის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გადაგზავნის თაობაზე

I.   საქმის აღწერა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12808-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 29 დეკემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთობლივად საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით სამაუწყებლო არხების გადაცემის გამო.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12808-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  2016  წლის 16 ნოემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „ახტელისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N40. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44  შპს „TECHNOMAX LLP“-ს აბონენტთან (აბონენტის N2877356) ნინო ბეროშვილთან, პ/ნ 01003020986. აღნიშნული აბონენტისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაში ჩართულია შპს „ახტელი“ - თანხის გადარიცხვა ხდება ახტელის ანგარიშზე, რაც დასტურდება აბონენტის ანგარიშწორების დამადასტურებელი დოკუმენტით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12808-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ და შპს „ახტელი“ ერთობლივად ახორციელებენ  შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „კავკასია“, “ობიექტივი”, „ოდიში“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“, “GDS”, „VINILY TV”, „აფხაზეთის ხმა“, „ბასტი ბუბუ“, „ენკი ბენკი“, „ცისატრყელა“, „რიონი“, „აჭარა”, „TV 8“, “TV  25”, „თრიალეთი“, „იბერია  ტვ“, „ტვ პირველი“, „საფერავი ტვ“, „დრო“, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Кинохит“, „Родное кино“, „Наще новое кино“, „Кинопремьера“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv”.

შპს „TECHNOMAX LLP“-სა  და შპს „ახტელს“ 2016 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენიათ შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ოდიში“, „VINILY TV”, „ცისატრყელა“, „TV 8“, “TV  25”, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Родное кино“, „Наще новое кино“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, ”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv”.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“–სა და შპს „ახტელის“ მიერ არამართლზომიერად ხორციელდება სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (ყოფილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი)  მიერ 2017 წლის 10 იანვარს განხორციელდა შპს „ახტელის“ განმეორებითი შემოწმება, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ შპს „ახტელი“ კვლავ ახორციელებს შპს „TECNOMAX LLP“-სთან ერთად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და გადასცემს იმავე სამაუწყებლო არხებს,  რომლებსაც გადასცემდა 2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის  კომისიაში წარმოდგენის გარეშე.

შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის  განხილვა დაინიშნა 2017 წლის 5 იანვრის სხდომაზე.  აღნიშნულის თაობაზე შპს „ახტელს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. 

კომისიის 2017 წლის 5 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა“ შპს „ახტელის“ წარმომადგენელი, თუმცა კომპანიამ წერილობით (03.01.17 Nშ-6/20-17) იშუამდგომლა საკითხის გადადებასთან დაკავშირებით, დირექტორის შვებულებაში ყოფნის გამო. საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 10 იანვრისთვის. კომისიის 2017 წლის 10 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ანდრო კიკნაველიძე და ხათუნა ინჯია. შპს „ახტელის“ წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინეს წერილობითი სამართლებრივი პოზიცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის შპს „TECHNOMAX“-ისა და შპს „ახტელი“-ს მხრიდან რიგი სამაუწყებლო არხების ერთობლივი გადაცემა, ვინაიდან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით განსაზღვრულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დეფინიციასა და ამავე კოდექსის 931-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობის ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელ საკითხებს. ამასთანავე, შემოწმებულ აბონენტთან (ნინო ბერიაშვილი) შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც შპს „TECHNOMAX“ (და არა შპს „ახტელი“ ან შპს „TECHNOMAX LLP“ და შპს „ახტელი“ ერთობლივად) იღებს მომხმარებლისათვის IPTV მომსახურების მიწოდების ვალდებულებას, ხოლო მეორეს მხრივ - შპს „ახტელ“-სა და ამავე აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ, შპს „ახტელი“, როგორც ინტერნეტ მომსახურების (და არა სხვა მომსახურების) მიმწოდებელი იღებს გარკვეულ ვალდებულებებს. შპს „ახტელის“ წარმომადგენელთა განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც აბონენტებთან ხელშეკრულებები ფორმდება შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „ახტელი“-ს მხრიდან დამოუკიდებლად, აბონენტების წინაშე ვალდებულებებს იღებენ ცალ-ცალკე (დამოუკიდებლად) და პასუხს არ აგებენ ერთმანეთის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია მათი საქმიანობის შეფასება, როგორც ერთობლივი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საქმიანობის ერთობლივ საქმიანობად შეფასება ეწინააღმდეგება სამოქალაქო-სამართლებრივ და კერძო სახელშეკრულებო სამართლებრივი ნორმების კანონისმიერ პრინციპებს. შპს „ახტელის“ წარმომადგენლების განცხადებით, გაურკვეველია თუ რატომ განიხილავს  კომისია აბონენტის გადახდის ქვითარს როგორც შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „ახტელი“-ს მხრიდან ერთობლივი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მაშინ როდესაც ამ ქვითარში საერთოდ არ არის მითითებული შპს „TECHNOMAX LLP“.

შპს „ახტელის“ წერილობით მოსაზრებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ვინაიდან კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილებით, შპს „ახტელს“ დაეკისრა „სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა, რაც შპს „ახტელმა“ არ შეასრულა, მიმდინარე დარღვევა უნდა ჩაითვალოს დენად სამართალდარღვევად. შპს „ახტელი“ მიუთითებს საქართველოს უზენაესი საქართველოს მიერ 2008 წელს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქ.#ბს-515-493(კ-08) და მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული სასამართლო პრაქტიკით, ვინაიდან სამართალდარღვევა დენადია და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების წარმოუდგენლობიდან გასულია ორ თვეზე მეტი, შპს „ახტელის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, დამატებითი შესწავლის მიზნით, გადაიდო 2017 წლის 12 იანვრისთვის.

კომისიის 2017 წლის 12 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ანდრო კიკნაველიძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ახტელი“ მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპით იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ შეჩერებული იყო შპს „TECHNOMAX LLP“–ს მიმართ მიღებული კომისიის გადაწყვეტილებები. შპს „TECHNOMAX LLP“–სთვის ავტორიზაციის შეჩერება 2016 წლის 12 დეკემბრიდან ისევ აღდგა და ძალაშია. მისი განმარტებით, ვიდრე სასამართლოს კანონერ ძალაში შესული განჩინებების საფუძველზე შეჩერებული იყო კომისიის გადაწყვეტილებები, შპს „ახტელი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა რაიმე ქმედება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამას შესაძლოა გამოეწვია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო. შპს „ახტელმა“ გუშინ მიიღო გარკვეული მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება. კერძოდ, წერილობით აცნობა შპს „TECHNOMAX LLP“–ს, რომ კომისიის მიერ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებად განიხილებოდა ურთიერთობა ორ კომპანიას შორის გამომდინარე იქიდან, რომ შპს „TECHNOMAX LLP“–ს შპს „ახალი ქსელები“ უწევდა რამდენიმე სახის მომსახურებას. მათ შორის: ქსელთან დაშვებას, თანხების ამოღებას, აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევას. ვინაიდან შპს „TECHNOMAX LLP“–ს დღეის მდგომარეობით არ აქვს აბონენტებისთვის მომსახურების გაწევის უფლება, შპს „ახტელმა“ აცნობა, რომ წყვეტს მისი პროდუქტის რეკლამირებას, შპს „TECHNOMAX LLP“–ს აბონენტებისთვის მომსახურების ღირებულების დარიცხვა–ამოღებას, შპს „TECHNOMAX LLP“–ს აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევას, რაც იყო სახელშეკრულებო პირობა. რაც შეეხება ქსელთან დაშვებას, ა. კიკნაველიძის განმარტებით,  კანონმდებლობა არ კრძალავს ქსელთან დაშვებას და ქსელთან შესაძლოა დაშვებული იქნას, ნებისმიერი თუნდაც არაავტორიზებული პირი.

შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი  პირის სს „სილქნეტის“, როგორც დაინტერესებული პირის წარმომადგენლებმა ნ. ნიჟარაძემ და კ.ყურაშვილმა. მათი განცხადებით, შპს „TECHNOMAX LLP“–სა და შპს „ახტელის“ არამართლზომიერი ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სს „სილქნეტს“ და მთელ საკომუნიკაციო ბაზარს. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა მოითხოვა, რომ გარდა  სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გადაცემის შეწყვეტისა, შპს „ახტელს“ დაევალოს  შეწყვიტოს შპს „TECHNOMAX LLP“-ის  მიერ ავტორიზებადი საქმიანობის ფარგლებში მიწოდებული სამაუწყებლო არხების საკუთარი ქსელით გავრცელება, შპს „TECHNOMAX LLP“-ის ავტორიზაციის განახლებამდე.

II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12808-16 სამსახურებრივი ბარათი;
  2. 2016 წლის 16 ნოემბრის  შპს „TECHNOMAX LLP“-ის და შპს „ახტელის “ შემოწმების აქტი N40;
  3. 2016 წლის 16 ნოემბრის  შპს „TECHNOMAX LLP“-ის და შპს „ახტელის “  შემოწმების ვიდეო ჩანაწერი  – 1CD;
  4. 2016 წლის 16 ნოემბრის  შპს „TECHNOMAX LLP“-ის და შპს „ახტელის “შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის  მოწმობის ასლი;
  5. აბონენტის გადახდის ქვითარი;
  6. 2017 წლის 10 იანვრის შპს „ახტელის “ შემოწმების აქტი N1;
  7. შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
  8. შპს „TECHNOMAX LLP“-ის და შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  9. შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „ახტელს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული „მომსახურების ხელშეკრულება“;
  10. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 05.01.17 Nშ-10/53-17 სამსახურებრივი ბარათი;
  11.  შპს „ახტელის“ მიერ კომისიის 2017 წლის 10 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია;
  12. შპს „ახტელის“ წარმომადგენლების ანდრო კიკნაველიძისა და ხათუნა ინჯიას მიერ კომისიის 2017 წლის 5, 10 და 12 იანვრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  13. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების კახი ყურაშვილისა და ნინო ნიჟარაძის 2017 წლის 5, 10 და 12 იანვრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება შპს „Technomax LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ნაწილში;
  15. „შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის  2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

III. ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ახტელი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 10.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები; ინტერნეტ მომსახურება;  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) და სხვა;
  2. შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული „მომსახურების ხელშეკრულების“ თანახმად, შპს „ახტელი“  ვალდებულია შპს „TECHNOMAX LLP”-ის სახელით, მის მიერვე დადგენილი ფორმით და პირობებით გააფორმოს IPTV მომსახურების  ხელშეკრულება აბონენტებთან, მოახდინოს აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციების) დარიცხვა და ამოღება, უზრუნველყოს კომპანიის დაშვება საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან;
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა  შპს „ახტელისა და შპს „TECHNOMAX LLP“-ის შემოწმება, კომპანიის აბონენტთან ნ. ბერიაშვილთან, მისამართზე ქ. თბილისი, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N40. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი: იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის აბონენტი - ნინო ბერიაშვილი;
  4. ზემოაღნიშნულ აბონენტს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ერთობლივად აწვდიან შპს „ახტელი“ და შპს „TECHNOMAX  LLP“, რაც უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით:

4.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების მიმწოდებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და ასევე, ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში ახორციელებს შპს „ახტელი“. კერძოდ, შპს „ახტელი“ ახორციელებს:

4.1.1. ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მომსახურების მიღების მსურველი პირებისა და მოქმედი მომხმარებლებისთვის;

4.1.2.   ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების  შეკვეთის მიღებას, ასევე, მომსახურების მიღების მიზნით სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმებისა და  მომსახურების ადგილზე ჩართვის უზრუნველყოფას;

4.1.3. ზემოაღნიშნული მომსახურების ფარგლებში უფასო კონსულტაციების გაწევას, ტექნიკური ჯგუფის აბონენტისთვის გამოყოფას, ტექნიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტასა და დაზიანებების აღმოფხვრას;

4.1.4. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურებს შეზღუდვის უზრუნველყოფასა და ჯარიმის სახით დარიცხული თანხის ამოღებას.

4.2. შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ შპს „ახტელთან“ ერთად ხორციელდება სამაუწყებლო არხების მიწოდება მომხმარებლებისთვის შპს „ახტელის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით;

4.3. აბონენტს ნ. ბერიაშვილსა და შპს ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებიდან, ასევე, შპს „ახტელისა“ და შპს  ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მომსახურების საფასურს აბონენტებისგან იღებს შპს ,,ახტელი“;

4.4. შპს „ახტელისა“ და შპს  „TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ შპს „ახტელის“ მიერ აბონენტებისგან ამოღებული თანხის 55 პროცენტს იღებს შპს „TECHNOMAX  LLP”, ხოლო 45 პროცენტს იღებს შპს „ახალი ქსელები“;

4.5. შპს „TECHNOMAX LLP”-სა და ზემოაღნიშნულ აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 8.1.8 და 8.2.1 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებლები  ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე მიმწოდებელს და უფლება აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაციები და გამოიძახონ  ტექნიკური ჯგუფი მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურიდან ტელეფონის ნომერზე: 110011, რომელიც წარმოადგენს შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“  საინფორმაციო სამსახურის ნომერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახტელი“ და  შპს „TECHNOMAX LLP” ერთად ახორციელებენ მოხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას და ამ მომსახურების ფარგლებში  რიგი სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით - შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებასა და მიწოდებას მომხმარებლებისთვის;

5. კომისიის მიერ 2016 წლის 16 ნოემბრის №40 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 16 ნოემბრის №40 და 10 იანვრის N1 შემოწმების აქტებით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 DVD);

7. 2016 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,ახტელი“ შპს „TECHNOMAX LLP”-სთან ერთად არამართლზომიერად ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: „ოდიში“, „VINILY TV”, „ცისატრყელა“, „TV 8“, “TV  25”, „პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Родное кино“, „Наще новое кино“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, ”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv”;

8. კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18  გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია (აეკრძალა ავტორიზებული საქმიანობის განხორციელება მის განახლებამდე). აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების ნაწილში.  სასამართლოს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კომისიამ და სს „სილქნეტმა“ და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კომისიის და სს „სილქნეტის“ კერძო საჩივრები და  გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება და შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შუამდგომლობა კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების იმ ნაწილში მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლითაც შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდა ავტორიზაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება შპს „TECHNOMAX LLP“-ს ჩაბარდა 2016 წლის 23 დეკემბერს. კომისიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას, ავტორიზაციის გარეშე. ამასთანავე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის ქმედება - ავტორიზებადი საქმინობის განხორციელება ავტორიზაციის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან, შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება, შპს „TECHNOMAX LLP“-ის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, შპს „ახტელს“ კომისიის მიერ გადაეცა 2017 წლის 10 იანვრის კომისიის სხდომაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შპს „ახტელმა“ არ შეწყვიტა შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთად სამაუწყებლო არხების გადაცემა საკუთარ ქსელში;

10. შპს „ახტელს“ კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18  გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის    მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო; აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენიდან არ გასულა ერთი წელი, რის გამო შპს „ახტელს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან, მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5% აღემატება 30 000 ლარს.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  7. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  8. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. „ბერნის კონვენციისა” და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი  ან მისი  ქსელის  შესაბამის  ელემენტებთან  ან რესურსებთან დაშვებული  ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
  14. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2)ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია; „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;
  15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად და  სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ.
  17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5 %-ის ოდენობით, არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

კომისია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც კომისიამ დაადგინა, რომ შპს „ახტელი“ და შპს „TECHNOMAX LLP“ ერთობლივად უწევენ აბონენტებს მომსახურებას და ერთობლივი ქმედებებით არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, არ განუხილავს აღნიშნული ურთიერთობა როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა). მარეგულირებელმა ორგანომ  შეაფასა მისი რეგულირების სფეროში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც ხორციელდება ერთობლივად ორი კომპანიის მიერ და რამაც  კანონის დარღვევა გამოიწვია.

კომისია აღნიშნავს, რომ სწორედ, შპს „ახტელისა“ და შპს  „TECHNOMAX LLP“-ს ერთობლივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადასტურებს  კომისიის 2017 წლის 12 იანვრის სხდომაზე შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც შპს „ახტელისთვის“ ცნობილი გახდა, შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე, წერილობით აცნობა შპს „TECHNOMAX LLP“-ს, რომ წყვეტს მასთან ყოველგვარ ურთიერთობას, გარდა მის ქსელში დაშვებისა, იმ მოტივით, რომ საკომუნიკაციო ქსელთან არაავტორიზებული პირის დაშვებას არ კრძალავს კანონი.

კომისია განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ: 1. კომისია, როგორც სფეროს მარეგულირებელი ორგანო შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლების დამადასტურებელ ხელშეკრულებას არ მიიჩნევს ნამდვილად და შპს „ახტელს“ არაერთხელ მოსთხოვა მის ქსელში დაუშვებელი პროდუქციის გადაცემის შეწყვეტა; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები  მაღალი ალბათობის ხარისხით ადასტურებენ შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ საქმიანობის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით; 3. შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეჩერებული აქვს ავტორიზაცია მის მიერ შპს „ახტელთან“ ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევების გამო; 4. შპს „ახტელს“ ანალოგიური დარღვევისთვის მიღებული აქვს გაფრთხილება კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილებით, შპს „ახტელი“ კვლავ ახორციელებს შპს „TECHNOMAX LLP“-ს კონტენტის გადაცემას საკუთარ ქსელში, კომისია აფასებს, როგორც სამართალდარღვევას ჩადენილს შპს „ახტელისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ ერთობლივად, დამამძიმებელ გარემოებებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელის“ მიერ მოყვანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა საქართველოს საზღვარზე დროებით შემოტანილ ტვირთს, რომელსაც საქართველოს საზღვარი უნდა დაეტოვებინა ორ თვეში, 22 მარტამდე. ორ თვეში ტვირთმა ქვეყნის საზღვარი არ დატოვა, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას ჩადენილს უმოქმედობით და საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 28 ივნისს. საქართველოს საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ეს იყო დენადი ხასიათის  სამართალდარღვევა და დააკისრა დამრღვევ პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა. სასამართლომ იმსჯელა და იმ ორთვიანი ვადის გათვალისწინებით, რომელიც დარღვევის აღმოჩენიდან უნდა იქნეს დაცული, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დროისთვის იყო შეუძლებელი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 22 მარტი არის ის თარიღი, როდესაც პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და საბაჟო დეპარტამენტს ეს უნდა აღერიცხა და მისი უმოქმედობა (რაშიც გამოიხატა სამართალდარღვევა) უნდა ყოფილიყო სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო სამართალდარღვევა დაკისრებული არა უგვიანეს 22 მაისისა.  მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს „ახტელს“ კომისიის 2016 წლის 12 აპრილის N231/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა არა საავტორო და მომიჯნავე უფლებების გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენა, არამედ დაეკისრა ქმედება - სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა. კომისიის მიერ შპს „ახტელის“ მხრიდან დარღვევის გამოვლენის თარიღს წარმოადგენს 2016 წლის 16 ნოემბერი, როდესაც განხორციელდა შპს „ახტელის“ შემოწმება (შემოწმების ოქმი N40) და დაფიქსირდა, რომ შპს „ახტელი“ კვლავ ახორციელებს არამართლზომიერ ტრანზიტს, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას ჩადენილს ბრალეული მოქმედებით, ხოლო შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს კომისია იხილავს 2017 წლის 12 იანვარს (გამოვლენიდან ორი თვის ვადაში). გარდა ამისა, კონკრეტული სამაუწყებლო არხების გამორთვა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ერთ დღეს და მეორე დღეს კვლავ აღდგეს აღნიშნული სამაუწყებლო არხების აბონენტისთვის მიწოდება, არ შეიძლება გაიგივდეს ტვირთის მიერ ქვეყნის საზღვრების განსაზღვრულ დროს (22 მაისს) დატოვების ვალდებულებასთან.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო პრაქტიკა შეეხება სამართალდარღვევას ჩადენილს უმოქმედობით, ხოლო შპს „ახტელის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიხატება მის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში - სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის განხორციელებაში, რომელიც გრძელდება დღემდე, ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის (სამართალდარღვევის საქმის) ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება კომისიის მიერ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან, კომისია ვერ დააკმაყოფილებს შპს „ახტელის“ მოთხოვნას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების:  „ოდიში“,  „VINILY TV”, „ცისატრყელა“,„TV 8“, “TV  25”,„პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Родное кино“, „Наще новое кино“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv” შპს ,,TECHNOMAX LLP“-სთან ერთად საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ნებართვების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებითა და მომხმარებლებისთვის მიწოდებით შპს „ახტელის“ მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო თავის ქსელში განთავსებული და გავრცელებული დაუშვებელი პროდუქციის ამოღების ვალდებულების შეუსრულებლობით, შპს ,ახტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  გამოყენებული იქნა გაფრთხილება (12.04.2016 N231/18 გადაწყვეტილება) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის საფუძველზე, უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5% აღემატება 30 000 ლარს. ამასთანავე, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ახტელს“ უნდა დაეკისროს სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის განახლებამდე, შეწყვიტოს შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთობლივად ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება და შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაუშვებელი პროდუქციის საკუთარ ქსელში გადაცემა;

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ 1. კომისიის მიერ 2017 წლის 5 იანვარს მიღებულია გადაწყვეტილება „TECHNOMAX LLP“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე, ვინაიდან შპს „TECHNOMAX LLP“-ის ქმედება - ავტორიზებადი საქმინობის განხორციელება ავტორიზაციის გარეშე, შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს; 2.  კომისიის მიერ დადგენილია შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „ახტელის“ ერთობლივი საქმიანობა აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაში; 3. ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „ახტელს“ შორის განაწილება, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახტელის“ ქმედება შესაძლოა ასევე შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რის გამო,  წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოების მასალებთან ერთად, ასევე უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

V.  სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis მუხლის,  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ახტელს“ დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ახტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ჯარიმის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „ახტელმა“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს ,,ახტელს“ დაევალოს  სამაუწყებლო არხების:  „ოდიში“, „VINILY TV”,„ცისატრყელა“,„TV 8“, “TV  25”,„პალიტრა ტვ“, „დარდიმანდი“, „ქართული არხი“, „Music box“, „სტერეო +“, „არტარეა“, „მარნეული ტვ“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, „Комикс“, „Киносвидание“, „Киносемья“, „Родное кино“, „Наще новое кино“, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, „Мужское Кино“,”AMC russia”, “AMEDIA 1”, “AMEDIA 2”, “AMEDIA premium”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX” (Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,“Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”,“Ocean tv”,“НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”,„Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “NIEK jn”, “MTV Russia”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,”Музыка первого”, Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “кинокомедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”,“ „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ 2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”,“France 24 francais”,“Inter Az”, “Az tv” საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. შპს „ახტელს“ დაევალოს შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის განახლებამდე, შეწყვიტოს შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთობლივად ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება და დაუშვებელი პროდუქციის საკუთარ ქსელში გადაცემა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა)  აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ახტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახტელისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები