წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

ნომერი: 20 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2017 18:54

მიღების თარიღი იანვარი 12, 2017

შპსსაქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, კომისიაში 2016 წლის 29 დეკემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/12735-16; 06.12.2016) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ 2016 წლის 17 ნოემბერს შედგენილი N42 შემოწმების აქტი, 2016 წლის 17 ნოემბრის  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ვიდეო ჩანაწერი, 2016 წლის 17 ნოემბრის  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის  მოწმობის ასლი, აბონენტის გადახდის ქვითარი,   სს „სილქნეტის“ განცხადება N4413/08-8, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის   Nშ-10/12735-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №42. შემოწმება ჩატარდა შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-19 მკრ/ი, კორპ N5 ბ.N1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტთან (აბონენტის N274011) მარინე კახიძესთან. შემოწმებას ესწრებოდა ი. დოლიძე, რომელიც ადასტურებს, რომ მ. კახიძე არის მისი დედა და აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მასთან ერთად. აბონენტის განმარტებით, მისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე მომსახურებას ახორციელებს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/12735-16; 06.12.2016) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „VINILY”, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „საფერავი ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „Music box“, „ქვემო ქართლი“,  “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Silk -უნივერსალი”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “Euronews”,  “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Mezzo”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2016 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.

კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი: 010003903622), შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციას“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში განთავსებამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12735-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 29 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2017 წლის 5 იანვარს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2017 წლის 05 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი, თუმცა კომპანიამ წერილობით (04.01.17 Nშ-6/49-17) იშუამდგომლა საკითხის გადადებასთან დაკავშირებით, დირექტორის შვებულებაში ყოფნის გამო. საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 10 იანვრისთვის.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (ყოფილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი)  მიერ 2017 წლის 10 იანვარს განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განმეორებითი შემოწმება, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული კომპანია კვლავ გადასცემს იმავე სამაუწყებლო არხებს,  რომლებსაც გადასცემდა 2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის  კომისიაში წარმოდგენის გარეშე.

კომისიის 2017 წლის 10 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი ანდრო კიკნაველიძე, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოადგენს კომპანიის ახალ წარმომადგენელს, საქმეს არ იცნობს სრულყოფილად და ესაჭიროება დრო საკითხის შესასწავლად. ა. კიკნაველიძემ კომისიას წარუდგინა შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის მალხაზ ალბორაშვილის წერილობითი პოზიცია (10.01.2017 N2.3/16/ნშვა), რომლის თანახმად კომპანიის წარმომადგენელი მიუთითებს კომისიის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის დანაწესის - დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის დარღვევაზე. „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილობითი პოზიციის თანახმად, შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2017 წლის 10 იანვრის სხდომის თაობაზე ეცნობა 2017 წლის 9 იანვარს და არ მიეცა საშუალება სათანადოდ მომზადებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან და 2017 წლის 5 იანვრის სხდომასთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შეტყობინებით (თანდართული წარმოების მასალებით) ეცნობა 2016 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 5 იანვრის სხდომა გადაიდო მ. ალბორაშვილის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის 10 იანვრისათვის.

შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  კომპანიის წარმომადგენელი მალხაზ ალბორაშვილი ასევე წერილობით (10.01.2017 N2.3/16/ნშვა)  შუამდგომლობს საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული საკითხი კომისიამ განიხილა და 2016 წლის 31 მაისს მიიღო N338 /18 გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებული იქნა შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ და აღნიშნული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.09.2016 განჩინებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.

შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის მ. ალბორაშვილის წერილში (10.01.2017 N2.3/16/ნშვა) ასევე დაყენებულია შუამდგომლობა საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მ. ალბორაშვილს, რომელიც არის ადვოკატი, აქვს სასამართლო პროცესი ქ. სიღნაღის სასამართლოში. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 12 იანვრისთვის.

2017 წლის 10 იანვრის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილობით პოზიციას დართული ჰქონდა “Discovery“-სა (06.01.2016) და „Setanta Sport“-თან (21.12.2016) სამაუწყებლო არხების ტრანზიტის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

2017 წლის 12 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლები მ. ალბორაშვილი და ა. კიკნაველიძე, ასევე დაინტერესებული პირის სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი.

2017 წლის 12 იანვრის კომისიის სხდომაზე  მალხაზ ალბორაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე, იმ მოტივით, რომ კომისიას უკვე ნამსჯელი აქვს მსგავს საკითხზე 2016 წლის 31 მაისს.

კომისიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ კვლავ გადასცემს თუ არა საკუთარი ქსელით შპს TECHNOMAX LLP“-ს კონტენტს - MARTV-ს სამაუწყებლო პაკეტს, შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  წარმომადგენელმა მ. ალბორაშვილმა უპასუხა, რომ კომპანია კვლავ გადასცემს აღნიშნულ სამაუწყებლო პაკეტს და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, ძალაში შევიდა შპს TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ ეხება და მისთვის არ არის სავალდებულო შესასრულებლად.

2017 წლის 12 იანვრის კომისიის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტი“, როგორც დაინტერესებული პირი, რომელიც ყოველდღიურად ზიანს იღებს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ახალი აბონენტების აყვანით ეთანხმება კომისიის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცალსახაა და არაერთი გარემოებით ქრონოლოგიურად დასტურდება, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“ ერთობლივად მოქმედებენ და ერთობლივ საქმიანობას ეწევიან. კ.ყურაშვილმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე, რომ ამ კომპანიებთან დაკავშირებითაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს შესაძლო დანაშაულის ნიშნების თაობაზე როგორც თაღლითობის, ისე ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაევალოს შეწყვიტოს არაავტორიზებული პირის მიერ არალეგალური კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 06 დეკემბრის Nშ-10/12735-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
  2. 2016 წლის 17 ნოემბრის N42 და 2017 წლის 10 იანვრის  N2 შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების აქტები;
  3.  2016 წლის 17 ნოემბრისა და 2017 წლის 10 იანვრის  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ვიდეო ჩანაწერები;
  4. 2016 წლის 17 ნოემბრის  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის  მოწმობის ასლი;
  5. აბონენტის გადახდის ქვითარი;
  6.  სს „სილქნეტის“ განცხადება N4413/08-8;
  7.  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  8. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 05.01.17 Nშ-10/53-17 სამსახურებრივი ბარათი;
  1. კომისიის 2017 წლის 10 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილობითი პოზიცია (10.01.2017 N2.3/16/ნშვა);
  2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლების მ. ალბორაშვილისა და ა. კიკნაველიძის ახსნა-განმარტებები გაკეთებული 2017 წლის 10 და 12 იანვრის კომისიის სხდომებზე;
  3. შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის პირველ საქტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება;
  4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინება შპს „Technomax LLP“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ნაწილში;
  5. „შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე  ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2016 წლის 17 ნოემბერს, 14:25 საათზე განხორციელდა  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საქმიანობის შემოწმება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-19 მკრ/ი, კორპ.N5, ბ. N1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტთან (აბონენტის N274011) მარინე კახიძესთან, რასთან დაკავშირებითაც შედგა შემოწმების აქტი N42. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ი. ბაღაშვილი და  ზ. კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ი. დოლიძე.
  3.  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს მომხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას;
  4. 2016 წლის 17 ნოემბრის შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.
  5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის N42 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 17 ნოემბრის N42 და 2017 წლის 10 იანვრის N2 შემოწმების აქტებით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერებით          (2 CD);
  7. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის მ. ალბორაშვილის განმარტებით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ კვლავ გადასცემს შპს „TECHNOMAX LLP“-ს  კონტენტს - MARTV-ს სამაუწყებლო პაკეტს, რაც ნიშნავს, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი ქსელის გამოყენებით შპს „TECHNOMAX LLP”-სთან ერთად კვლავ ახორციელებს მოხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას და ამ ნაწილში კვლავ სახეზეა „შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, დასტურდება, რომ  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ უზრუნველყოფს შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაშვებას საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“  მომხმარებლებს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას: ა)  საკაბელო ტელევიზიას და ბ)  IPTV მომსახურებას (ვებგვერდი www.cgc.ge), რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ აბონენტებისთვის ხორციელდება  „MARTV“-ის მომსახურების შეთავაზება; კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც ასევე განთავსებულია ინფორმაცია „MARTV“-ს მომსახურების თაობაზე,  („ჩაირთეთ ციფრული ტელევიზია Martv-ის 200-ზე მეტი არხი გადახვევის ფუნქციით“) მომსახურების მიმწოდებლად ასევე იდენტიფიცირებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობოს კორპორაციის“ სერვის ცენტრში დარეკვისას, სერვის ცენტრის ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს “MARTV”-ს მომსახურებას და აწვდის ინფორმაციას ამ მომსახურების ფარგლებში მიწოდებული სერვისების შესახებ.
  8. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე - გაფრთხილება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი ბოლო 12 თვის საერთო შემოსავლის 0,5% -ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 IV. სამართლებრივი საფუძველ და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათავლისწინებით, კომისიას მიაჩნია,  რომ  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ  მომხმარებლისთვის საკაბელო ტელევიზით  შეთავაზებული  სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  მიერ დაირღვა  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია განმარტავს, რომ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში მიღებული იქნა აღნიშნული კომპანიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, სამაუწყებლო არხების საკუთარი ქსელით გადაცემის გამო. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ასევე, სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით გავრცელებისთვის, თუმცა სხვა შემოწმების აქტისა და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სხვა სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2016 წლის 31 მაისის N338/18 გადაწყვეტილების მოქმედება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში შეჩერებულია სასამართლოს მიერ, აღნიშნული არ ართმევს უფლებას კომისიას, შეასრულოს კანონით დაკისრებული ფუნქცია, გამოავლინოს დარღვევა და გამოიყენოს შესაბამისი სანქცია, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება არ ნიშნავს კომისიის მუშაობის შეჩერებას და კანონის დარღვევის ლეგიტიმაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  (31.05.2016 N338/18 გადაწყვეტილება) გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  სახე - გაფრთხილება, აღნიშნულ ავტორიზებულ პირს უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5% სცდება 30 000 ლარს. სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.

ამასთანავე, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა დაეკისროს სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის განახლებამდე, შეწყვიტოს შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთობლივად ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება და შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაუშვებელი პროდუქციის საკუთარ ქსელში გადაცემა;

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ 1. კომისიის მიერ 2017 წლის 5 იანვარს მიღებულია გადაწყვეტილება „TECHNOMAX LLP“-ის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე, ვინაიდან შპს „TECHNOMAX LLP“-ის ქმედება - ავტორიზებადი საქმინობის განხორციელება ავტორიზაციის გარეშე, შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს; 2.  კომისიის მიერ დადგენილია შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საქმიანობა აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაში; 3. ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შპს „TECHNOMAX LLP“-ისა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის განაწილება, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  ქმედება შესაძლოა ასევე შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რის გამო,  წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოების მასალებთან ერთად, ასევე უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით ჯარიმის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Матч! Футбол1 HD”, Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3” “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия” (Индийское кино), “World Fashion”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“  დაევალოს შპს „TECHNOMAX LLP“-ს ავტორიზაციის განახლებამდე, შეწყვიტოს შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთობლივად ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება და დაუშვებელი პროდუქციის საკუთარ ქსელში გადაცემა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილს) შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“  ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები