წვდომის მენიუ

კომპანია „Autotel LTD“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 207 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2017 18:10

მიღების თარიღი მარტი 30, 2017

კომპანია „Autotel LTD“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7-8/2551-17, 20.03.17)  მომართა კომპანია „Autotel LTD“-მ,  2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილი, ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის TCR international ჩატარებასთან დაკავშირებით,  ოპერატიული რადიოკავშირისთვის ათი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ  30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქ. რუსთავში  TCR international-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ხუთი დღის ვადით.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „Bamboo Engineering Limited“-მა ჩარიცხა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის თანხა 1122.68 ევრო კომისიის ევროს ანგარიშზე, ხოლო 51 ევროზე წარმოადგინა ბანკის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტი და კომპანია „West Coast Racing AB”-იმ ჩარიცხა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის თანხა 771.00 ევრო კომისიის ევროს ანგარიშზე, ხოლო კომისიამ გადარიცხა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანია “Autotel LTD”-ს სახელით 5000 ლარი.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ კომპანია „Autotel LTD“-ს მიერ ავტორბოლაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს კომპანია „Autotel LTD“-ს  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1524  და მიენიჭოს 156.475 მჰც, 161.275 მჰც, 157.225 მჰც, 162.025 მჰც, 157.6375 მჰც, 162.4375 მჰც, 156.950 მჰც, 161.750 მჰც, 156.471875 მჰც და 166.271875 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. რუსთავში, ოთხი  დღის ვადით 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) კომპანია „Autotel LTD“-სთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანია „Autotel LTD“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები