შპს „ინფო ცენტრის“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ის, შპს „დიაპაზონის“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძე W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილის“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძისა“ და შპს „ჩინის“ ავტორიზაციების შეჩერებისა და შპს „SK Communications“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2017 18:14
მიღების თარიღი მარტი 30, 2017
შპს „ინფო ცენტრის“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ის, შპს „დიაპაზონის“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძე W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილის“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძისა“ და შპს „ჩინის“ ავტორიზაციების შეჩერებისა და შპს „SK Communications“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „SK Communications“ (ს/კ 404963447) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N10/1743-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 6 თებერვლის N10/11119-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „SK Communications“ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე იმ პერიოდისთვის ერიცხება ზედმეტად ჩარიცხული რეგულირების საფასური-319,34 ლარი. კომპანია 2014 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. შპს „SK Communications“-ს სხვა ავტორიზებული პირები 2014 წლის იანვრის თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინფო ცენტრი“ (ს/კ404427241) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 2 მარტის N10/2105-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 14 თებერვლის N10/1404-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ინფო ცენტრს“ 2012 წლის აგვისტოს თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. კომპანია 2012 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. შპს „ინფო ცენტრს“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Smart Line“ (ს/კ 404434741) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 2 მარტის N10/2105-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 14 თებერვლის N10/1404-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „Smart Line“-ს 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. კომპანია 2014 წლის აგვისტოს თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს. შპს „Smart Line“-ს სხვა ავტორიზებული პირები 2014 წლის აგვისტოს თვიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „Quadriga EMEA Limited“ (ს/კ 3038297) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
B.F.6 |
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) |
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand).
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N10/1743-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 6 თებერვლის N10/11119-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „Quadriga EMEA Limited“-ს 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე იმ პერიოდისთვის ერიცხება ზედმეტად ჩარიცხული რეგულირების საფასური-23,93 ლარი. შპს „Quadriga EMEA Limited“-ს 2016 წლის იანვრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ასევე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის N10/2297-17 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „Quadriga EMEA Limited“ არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დიაპაზონი“ (ს/კ445409442) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N10/1743-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 6 თებერვლის N10/11119-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „დიაპაზონს“ 2012 წლის მაისის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. შპს „დიაპაზონს“ 2010 წლიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ასევე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის N10/2297-17 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „დიაპაზონი“ არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “New Generation Aim“ (ს/კ404432609), ინდ. მეწარმე გელა ბარაბაძე W M C (ს/კ61001032290), ინდ. მეწარმე დავით გოდერძიშვილი (ს/კ31001006400) და ინდ. მეწარმე სოსო ჯოხაძე (ს/კ13001011790) წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 21 თებერვლის N10/1743-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 6 თებერვლის N10/11119-17 ასევე სამართლებრივი დეპარტამენტის 2017 წლის 2 მარტის N10/2105-17 და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 14 თებერვლის N10/1404-17 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ:
სს “New Generation Aim“-ს 2013 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. სს “New Generation Aim“-ს 2013 წლის იანვრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. სს “New Generation Aim“-ს სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“-ს 2013 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“-ს ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“ 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძეს“ 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ასევე კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძეს“ 2012 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს, ხოლო 2016 სექტემბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძეს“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩინი“ (ს/კ204422543) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
|
B.S.3 |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება |
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივლისის N10/7223-16 და საფინანსო დეპარტამენტის 23 დეკემბრის N10/13333-16 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჩინს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არცერთხელ არ ჩაურიცხავს. კომპანიას ავტორიზაციის გავლის დღიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. შპს „ჩინს“ სხვა ავტორიზებული პირები სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში არ მოიხსენიებენ კონტრაჰენტ ოპერატორად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „SK Communications“-ის, შპს „ინფო ცენტრის“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ის, შპს „დიაპაზონის“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძის W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილის“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძისა“ და შპს „ჩინის“ ავტორიზაციების შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 30 მარტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
შპს „SK Communications“-ს, შპს „ინფო ცენტრს“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ს, შპს „დიაპაზონს“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე გელა ბარაბაძეს W M C -ს, ინდ. მეწარმე დავით გოდერძიშვილს, ინდ. მეწარმე სოსო ჯოხაძისა და შპს „ჩინს“ საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნა იურიდიულ, ფაქტობრივ და დირექტორის საცხოვრებელ მისამართებზე. შპს „SK Communications“-ს გზავნილი ჩაბარდა 2017 წლის 17 მარტს, ხოლო ინდ. მეწარმე გელა ბარაბაძეს W M C -ს 2017 წლის 21 მარტს. დანარჩენ იურიდიულ პირებს მითითებულ მისამართებზე შეტყობინებები არ ჩაბარდა. შეტყობინებები ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ 2017 წლის 24 მარტს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე იქნა გამოქვეყნებული.
2017 წლის 30 მარტის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „SK Communications“-მა 2017 წლის 14 მარტს (წერილი N6/2394-17) წარმოადგინა 2014 წლის ოქტომბრის თვიდან რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. გაანგარიშებების წარმოდგენის შემდგომ კომპანიას დაერიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება 290.00 ლარის ოდენობით. სხდომაზე ასევე გამოქვეყნებულ იქნა შპს „SK Communications“-ის 2017 წლის 29 მარტის წერილი (წერილი N7/2780-17), რომლის თანახმად კომპანია ითხოვს ავტორიზაციის შეჩერებას და ადასტურებს, რომ დავალიანების დაფარვა მოხდება 2017 წლის 15 აპრილამდე.
2017 წლის 30 მარტის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „SK Communications“-ის, შპს „ინფო ცენტრის“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ის, შპს „დიაპაზონის“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძის W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილისა“ და ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძის“ დაუსწრებლად. აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ინფო ცენტრის“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ის, შპს „დიაპაზონის“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძის W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილის“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძისა“ და შპს „ჩინის“ ავტორიზაციების შეჩერება, ხოლო შპს „SK Communications“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან კომპანიას 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით უფიქსირდება რეგულირების საფასურის დავალიანება 290.00 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეთ ავტორიზაცია:
ა) შპს „ჩინს“ (ს/კ204422543) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ბ) შპს „ინფო ცენტრს“ (ს/კ404427241) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
გ) შპს „Smart Line“-ს (ს/კ404434741) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
დ)შპს „Quadriga EMEA Limited“-ს (ს/კ3038297) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ე)შპს „დიაპაზონს“ (ს/კ445409442) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ვ)სს “New Generation Aim“-ს (ს/კ404432609) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ზ) ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“-ს (ს/კ61001032290) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
თ) ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“ (ს/კ31001006400) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
ი) ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძეს“ (ს/კ13001011790) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
კ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოთ შპს „ინფო ცენტრს“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ს, შპს „დიაპაზონს“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძესა“ და შპს „ჩინს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. განემარტოთ შპს „ინფო ცენტრს“, შპს „Smart Line”-ს, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ს, შპს „დიაპაზონს“, სს „New Generation Aim“-ს, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძეს W M C“ -ს, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილს“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძესა“ და შპს „ჩინს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. შეწყდეს შპს „SK Communications“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „SK Communications“-ისთვის, შპს „ინფო ცენტრისთვის“, შპს „Smart Line”-ისთვის, შპს „Qaudriga EMEA Limited”-ისთვის, შპს „დიაპაზონისთვის“, სს „New Generation Aim“-ისთვის, ინდ. მეწარმე „გელა ბარაბაძისთვის W M C“ -თვის, ინდ. მეწარმე „დავით გოდერძიშვილისთვის“, ინდ. მეწარმე „სოსო ჯოხაძესთვის“ და შპს „ჩინისთვის“, წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
