წვდომის მენიუ

შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არკადი მელიქიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 235 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 15:10

მიღების თარიღი აპრილი 06, 2017

შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არკადი მელიქიანის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  წერილით მიმართა შპს „სიმნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2591-17. 22.03.2017), შპს „სიმნეტის“ (ს/კ40013748) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არკადი მელიქიანის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიმნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს „სიმნეტმა“ №6/2591-17. 22.03.2017 წერილით კომისიაში წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია:

- შპს „სიმნეტის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

- შპს „სიმნეტის“ შემოსავლების შესახებ;

- შპს „სიმნეტის“ აბონენტთა შესახებ;

- წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - არკადი მელიქიანის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

შპს „სიმნეტი“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სიმნეტის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით  სულ შეადგინა 176,013 ლარი, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში - 161,530 ლარი (ხვედრითი წილი - 10,5%), ასპინძის მუნიციპალიტეტში - 14,483 ლარი (ხვედრითი წილი - 7,1%).

შპს „სიმნეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით სულ შეადგინა 872 აბონენტი, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში - 764 აბონენტი (ხვედრითი წილი - 13,2%), ასპინძის მუნიციპალიტეტში - 108 აბონენტი (ხვედრითი წილი - 13,5%).

შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნათია კუპატაძე.  შპს „სიმნეტის“  დირექტორია ნათია კუპატაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სიმნეტის“, შპს „სიმნეტის“  დირექტორის ნათია კუპატაძის, ასევე  შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის შეძენის მსურველის - არკადი მელიქიანის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არკადი მელიქიანის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის არკადი მელიქიანის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“, შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ არკადი მელიქიანის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სიმნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. განემარტოს შპს „სიმნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები