წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 238 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2017 14:03

მიღების თარიღი აპრილი 06, 2017

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1957-17; 27.02.2017)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „TV ERA“-ს  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/1957-17, 27.02.2017) თანახმად, კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ საჩივრის საფუძველზე, 2017 წლის 7 თებერვალს,  ქ. ბათუმში,  შპს „TV ERA“-ს   აბონენტთან, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N3. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Disney“, “GDS“, “აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „კავკასია“, “МИР”, “Show”, “футбол 2”, „ტვ პირველი“, “Шансон ТВ”, „STV“ (тв бульвар), „პალიტრა“, “RTVi”, “Моя планета”, „Авто 24“, „ობიექტივი“,„ენკი-ბენკი“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “Кухня ТВ”, “Киносемья”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, “Наш футбол,” „Бетселлер“, „Кинохит“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “TV 1000“, “Музыка первого”, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, „Индия ТВ“,  “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, “Интер +”, „კომედი არხი“, “РЕН ТВ”, „Киносвидание“, „ТНТ“, “Карусель”, “футбол 3”, „ Матч арена“, „ხარისხის არხი“,  “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “Детский мир”, “футбол2”,“Наще новое Кино”, “Setanta sport +”, “Viasat sport espn”, “Охота и Рыбалка”, „ТНТ 4”(comedy), “მარაო”, „C1”, „Ru Tv“.

შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, შპს „TV ERA“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Disney“, “აჭარა”, „ერთსულოვნება“, „კავკასია“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, “Интер +”, „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“, „Россия К”, “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy), „C1”, „Ru Tv“.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 23 მარტს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/720-17; 09.03.2017) და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის  შეტყობინებით. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. 

2017 წლის 23 მარტის კომისიის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დ.ბასლანძემ წარმოადგინა, მისივე განმარტებით, რიგ სამაუწყებლო არხებზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 23.03.17, N6/2654-17; 23.03.17, N6/2653-17).  აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 6 აპრილს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე. 

2017 წლის 30 მარტს და 5 აპრილს, შპს „TV ERA”-ს მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილ იქნა, მისივე განმარტებით,  რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (კომისიაში რეგისტრაციის: 30.03.17, N6/2787-17;  05.04.17, N6/2946-17). 

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლები შ.ნადირაძე და დ.ბასლანძე, ასევე კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი ი.ჟორჟოლიანი. 

შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დ.ბასლანძემ კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე აღიარა, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება სამაუწყებლო არხების: “футбол 1”, “футбол 2”, футбол 3”, “Наш футбол”,  “Eurosport 1“, „Матч“, “Eurosport 2“, “Viasat sport espn”, “Disney”, “Show”,  “Nickelodeon”, “Киносемья”, “Че”, “Евроновости”  შესაბამისი ნებართვის გარეშე რეტრანსლირება, ვინაიდან სამაუწყებლო არხების მფლობელებს საქართველოში არ გააჩნიათ წარმომადგენლობა და კომპანია ვერ ახერხებს მათთან ხელშეკრულების დადებას. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი არაჯანსაღი კონკურენტული გარემოს გამო, ვინაიდან სხვა კომპანიები ნებართვის გარეშე ავრცელებენ პოპულარულ სამაუწყებლო არხებს, შპს „TV ERA“ იძულებულია სამაუწყებლო არხები გაავრცელოს შესაბამისი ნებართვის გარეშე. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ  შპს „TV ERA“, საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2014 წლის პირველ სექტემბერს და პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მართლზომიერად ახორციელებს სამაუწყებლო არხების: „Еврокино“, “TV 1000”, “Иллюзион +”, „Авто 24“, „History”,  “Домашний”, „TV 3”, „ТНТ 4”(comedy)“,  “Ru.Tv”  და “СТС”  რეტრანსლირებას, რაც დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებითაც (საქმე N2/716-2015). შპს „TV ERA“-ს  წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N524/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად ტრანზიტისთვის,  შპს „TV ERA“-ს მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, მათივე მოთხოვნით, სასამართლოს მიერ შეჩერებულია კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება. შესაბამისად, კომისია არ არის უფლებამოსილი შპს „TV ERA“-ს მიმართ გამოიყენოს სანქციის სახით ჯარიმა. 

კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა ი.ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“ წარმოადგენს სამაუწყებლო არხების: „Еврокино“, “TV 1000”,  „ТНТ 4”(comedy)“, “Иллюзион +”, „Авто 24“, „History”,  “Домашний”, „TV 3”,  “Ru.Tv”  და “СТС”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მფლობელს. კომპანიამ 2016 წლის 3 ნოემბერს N55/11 წერილით აცნობა შპს „TV ERA“-ს და კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ მათ შორის შეწყვეტილია როგორც 2014 წლის 1 მაისის, ისე 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებები. შესაბამისად, შპს „TV ERA“ სამაუწყებლო არხებს: „Еврокино“, “TV 1000”,  „ТНТ 4”(comedy)“, “Иллюзион +”, „Авто 24“, „History”,  “Домашний”, „TV 3”,  “Ru.Tv”  და “СТС” ავრცელებს არამართლზომიერად. ასევე მან აღნიშნა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილული დავა ეხებოდა მათ შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსურ დავალიანებას 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და არა იმ საკითხს, რასაც იხილავს კომისია. ი. ჟორჟოლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N524/18 გადაწყვეტილება,  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ მიერ 2017 წლის 22 მარტს გასაჩივრდა კერძო საჩივარით, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება არ არის კანონიერ ძალაში შესული.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 თებერვლის  N10/1957-17 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 თებერვლის  შემოწმების აქტი N3, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD) და  შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი შპს „TV ERA“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის თაობაზე (06.04.17, N10/2989-17);
  4.  შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5.  შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 23.03.17, N6/2654-17; 23.03.17, N6/2653-17;  30.03.17, N6/2787-17; 05.04.17, N6/2946-17);
  6. შპს „TV ERA“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  7. შპს „TV ERA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2017 წლის 23 მარტის  და 6 აპრილის სხდომებზე;
  8. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე. 

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1.   კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2.  2017 წლის 7 თებერვალს, 11:20 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: ბაგრატიონის ქ. N115, ბ. N 13, შპს „TV ERA“-ს  აბონენტ მ. სიორიძესთან, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N3. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - შპს „TV ERA“-ს  აბონენტი მ. სიორიძე;
  3.  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2017 წლის 7 თებერვალს, შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Disney“, “GDS“, “აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „კავკასია“,“МИР”, “Show”, “футбол 2”, „ტვ პირველი“,“Шансон ТВ”, „STV“ (тв бульвар), „პალიტრა“,“RTVi”,“Моя планета”, „Авто 24“, „ობიექტივი“,„ენკი-ბენკი“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “Кухня ТВ”, “Киносемья”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, “Наш футбол,” „Бетселлер“, „Кинохит“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “TV 1000“, “Музыка первого”, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, „Индия ТВ“,  “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, “Интер +”, „კომედი არხი“, “РЕН ТВ”, „Киносвидание“, „ТНТ“, “Карусель”, “футбол 3”, „ Матч арена“, „ხარისხის არხი“,  “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “Детский мир”, “футбол2”,“Наще новое Кино”, “Setanta sport +”, “Viasat sport espn”, “Охота и Рыбалка”, „ТНТ 4”(comedy), “მარაო”, „C1”, „Ru Tv“;
  4.  შემოწმების სისწორე დასტურდა 2017 წლის 7 თებერვილის N3 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD);
  5.  2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 12.03.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  6.  ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „TV ERA“-ს  ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 17.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7.   2017 წლის 23 და 30 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის: 23.03.17, N6/2654-17, N6/2653-17; 30.03.17, N6/2787-17) შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ:

ა) 2017 წლის 7 თებერვლისთვის, მონიტორინგის ჩატარების დღისთვის, შპს „TV ERA”-ს კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ერთსულოვნება“,  „კავკასია“ და „НТВ”  საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ)  სამაუწყებლო არხებზე: Россия К” და „C1”, შპს „TV ERA“-ს მონიტორინგის ჩატარების მომენტისათვის გააჩნდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გაფორმებული ხელშეკრულებები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია კომპანიამ კომისიაში  წარმოადგინა 2017 წლის 23 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/2654-17);

 8.  2017 წლის 5 აპრილს შპს „TV ERA“-მ კომისიაში დამატებით წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „აჭარა“ და „Интер +“-ის    შესაბამისი ნებართვები (კომისიაში რეგისტრაციის:05.04.17, N6/2946-17). აღნიშნული სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება შპს „TV ERA“-ს მიერ მოპოვებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, სამაუწყებლო არხის „აჭარა“  გავრცელების თანხმობა კომპანიამ  2017 წლის 28 მარტს მოიპოვა, ხოლო „Интер +“-ის    აპრილის დასაწყისში;

 9. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა კომისიის 2017 წლის 6 აპრილის სხდომაზე აღიარა, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება სამაუწყებლო არხების: “футбол 1”, “футбол 2”, футбол 3”, “Наш футбол”,  “Eurosport 1“, „Матч“, “Eurosport 2“,“Viasat sport espn”, “Disney”, “Show”,  “Nickelodeon”, “Киносемья”, “Че”, “Евроновости” შესაბამისი ნებართვის გარეშე რეტრანსლირება;

10. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედისა“ და შპს ,,TV ERA“-ს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება შეწყვეტილია და შპს ,,TV ERA“-ს  სამაუწყებლო არხების: „Еврокино“, “TV 1000”, “Иллюзион +”, „Авто 24“, „History”,  “Домашний”, „TV 3”, „ТНТ 4”(comedy)“, “Ru.Tv”  და “СТС”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება არ გააჩნია;

11. კომისიის 2016 წლის 28 ივლისს  N524/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს მსგავსი დარღვევისათვის, კერძოდ, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო მიეცა გაფრთხილება;

12. შპს ,,TV ERA“-ს 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Disney“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”,  „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“,  “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy) და „Ru Tv“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების „Disney“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”,  „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“,  “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy), „Ru Tv“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N524/18 გადაწყვეტილება: „შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების:  “Россия К” და “C 1”-ის სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „TV ERA“-ს  მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები.

გამომდინარე იქიდან, რომ  კომისიის 2016 წლის 28 ივლისის  N524/18 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება იდენტური დარღვევისათვის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის თანახმად (06.04.17, N10/2989),  შპს „TV ERA“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 11,278.79 ლარს, შესაბამისად, კომპანიის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა 11,278.79 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,TV ERA”-ს  უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:  „Disney“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”,  „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”,  „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“,  “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy),  „Ru Tv“   არამართლზომიერი გადაცემა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა და დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. პირი რომელიც არ ასრულებს ამ მოთხოვნებს, არღვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სამაუწყებლო არხების ნებართვის გარეშე გადაცემას ლეგიტიმურს ვერ გახდის და არამართლზომიერი ტრანზიტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება შპს „TV ERA“-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ნებართვის გარეშე ახორციელებს იმის გამო, რომ სამაუწყებლო არხების მფლობელებს არ გააჩნიათ საქართველოში წარმომადგენლობა და კომპანია ვერ ახერხებს მათთან ხელშეკრულების დადებას. ასევე ის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა კომპანიები ნებართვის გარეშე ავრცელებენ პოპულარულ სამაუწყებლო არხებს.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს „TV ERA“-ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს „TV ERA“-ს და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მას მოპოვებული აქვს ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე გაავრცელოს სამაუწყებლო არხები: „Еврокино“, “TV 1000”,  „ТНТ 4”(comedy)“, “Иллюзион +”, „Авто 24“, „History”,  “Домашний”, „TV 3”,  “Ru.Tv”  და “СТС”, რაც ასევე დასტურდება ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ და შპს „TV ERA“-ს არსებული ყველა ხელშეკრულება შეწყვეტილია, რის თაობაზე კომპანიამ 2016 წლის 3 ნოემბერს N55/11 წერილით აცნობა შპს „TV ERA“-ს და კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ მათ შორის შეწყვეტილია როგორც 2014 წლის 1 მაისის, ისე 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებები. ამასთან, ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება მიღებულია კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ და შპს „TV ERA“-ს შორის 2014 წლის 1 მაისის და 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა კომისიის 2016 წლის 28 ივლისის N524/18 გადაწყვეტილების მოქმედება საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2017 წლის 22 მარტს, კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, რასთან დაკავშირებითაც, 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით,  სასამართლოს საბოლოო განჩინება არ  მიუღია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ გახდება ერთი მხრივ დარღვევის განგრძობის ან ახალი მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენის ლეგიტიმური უფლების წარმოშობის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლები). აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ დააბრკოლებს კომისიის მიერ მისი კანონისმიერი ფუნქციების შესრულებას და ავტორიზებული პირების მიმართ, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სანქციების დაკისრებას  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (იხ. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება №580/18 - შპს „ჯეოსელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ასევე, კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება N582/18 - შპს „მობიტელისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე).  საგულისხმოა ასევე ისიც, რომ გაფრთხილება წარმოადგენს არამატერიალური ნეგატიური ზემოქმედების ფორმას, რომელიც გაცნობისთანავე აღსრულებულია.

ამავე დროს, კომისიას გაცნობიერებული აქვს ის გარემოებაც, რომ თუ სასამართლოს მიერ კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნება ბათილად, დღის წესრიგში დადგება აღნიშნული სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შედეგის საფუძველზე კომისიის მიერ შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის საკითხი.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის მესამე პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს ,,TV ERA”-ს დაეკისროს ჯარიმა 11,278.79 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,შპს ,,TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №524/18 გადაწყვეტილების   დარღვევის გამო;

2.  უზრუნველყოს შპს „TV ERA“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

3.   უზრუნველყოს შპს „TV ERA“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4   შპს ,,TV ERA”-მა დაუყონებლივ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „Disney“,  “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”,  „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“, “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy),  „Ru Tv“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის  შეწყვეტა;

5.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA”-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,TV ERA”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA”-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

8.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,TV ERA”-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტს (ნ.დევდარიანი);

10.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები