წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 256 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2017 18:16

მიღების თარიღი აპრილი 13, 2017

საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურისთვის რადიოსიხშირეების   მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა 2015 წლის 18 ივნისს განცხადებით (№13/3/1/1-660-ს) მიმართა კომისიას, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული ადგილმდებარეობისა და მიღება გადაცემის (Tx, Rx) სიხშირეების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, სიხშირული წყვილების მინიჭების მოთხოვნით.   

აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომისიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს შეთანხმების მიზნით, 2015 წლის 22 ივნისს წერილობით  (№14-ს) მიაწოდა, შერჩეული სიხშირეების  ჩამონათვალი.

მიმდინარე წლის  26 იანვარს  განცხადებით  (№6/3/1-83ს)  კომისიას მიმართა ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა  როგორც  საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებულმა  უწყებამ, რაც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2015  წლის აგვისტოს

განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების საფუძველზე იქნა განსაზღვრული, კომისიის მიერ შერჩეული  სიხშირეების ჩამონათვალში ერთერთი  სიხშირის  შეცვლის  მოთხოვნით.

კომისიამ, მოთხოვნილი სიხშირის შეცვლის შესაძლებლობისა  და მინიჭებისთვის შესაძლებელი  სიხშირეების ჩამონათვალი შეთანხმების მიზნით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს წერილობით (№3-ს) აცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს.

თანხმობა შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტმა კომისიას აცნობა 2017 წლის 9 მარტს  წერილობით (№6/3/1-242ს) და მოითხოვა შერჩეული  და  შეთანხმებული სიხშირეების,  საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურისთვის  მინიჭება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.  მიენიჭოს  საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურს სამსახურებრივი დანიშნულების  რადიოსადგურების   ფუნციონირებისთვის, რადიოსიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;

4.  აღირიცხოს  საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურისთვის მინიჭებული     სიხშირეები    კომისიის    საიდუმლო      დოკუმენტაციის     სპეციალურ  რეესტრში   (ი.ხარებავა);

5.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე; 

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

8.    გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვ.აბაშიძე     

კომისიის    წევრი                                                        ე.ასანიძე

კომისიის    წევრი                                                        გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                        მ.ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები