შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2017 14:38
მიღების თარიღი აპრილი 13, 2017
შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას, რომლითაც საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგენილი იყო საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისთვის ქვედა ზღვრული ტარიფი, რომელიც განსხვავდებოდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფისაგან. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებმა კომისიაში წარმოადგინეს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 30 ივლისის №446/19 გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტა.
მოხსენებითი ბარათის (№შ-10/2397-17; 14.03.2017) თანახმად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიის არაერთი ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (2017 წლის 28 თებერვალი, 2 მარტი და 10 მარტი) განმარტებისა, რაც ასევე ეყრდნობოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან კომისიისათვის გამოგზავნილ წერილობით რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები თავს არიდებენ კომისიის გადაწყვეტილებასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მოწვევის ოფერტები და გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ კომისიაში. ამავე დროს, დღემდე განაგრძობენ საერთაშორისო ზარებზე ე.წ. „კომერციული ტარიფებით“ მომსახურების საფასურის მოთხოვნას და მომსახურებისათვის საგარანტიო თანხებისა და ავანსის ოდენობის განსაზღვრა ხდება ე.წ. „კომერციული ტარიფიდან“ გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის გადაწყვეტილებების უგულვებელყოფას, რაც ამავე დროს იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შN-10/2772-17; 29.03.2017) დამატებით ირკვევა, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით, ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან მოწვევის ოფერტის ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მნიშვნელოვანმა საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა: შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „CGC“-იმ და შპს „ივერია ქსელმა“ არ შეასრულეს. ამავე დროს, სს „სილქნეტმა“, შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“, „CGC“-იმ ავტორიზებულ პირებს გაუგზავნეს შეტყობინებები 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედი ტარიფებისა და პირობების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება კომისიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC) ერთობლივი განცხადება (შ-6/2254-17; 07.03.17) თანდართული დოკუმენტაციით, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N875/19 გადაწყვეტილებით 2017 წლის პირველი მარტიდან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გაუქმდა და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი მოწვევის ოფერტის კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა 2017 წლის პირველ მარტამდე. კომისიის 2017 წლის 28 თებერვლის N08/633-17 წერილის შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის გამოიყენება კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი. ამავე წერილში მითითებულია, რომ ოპერატორებმა ზედა ზღვრულ ტარიფთან ერთად მხედველობაში უნდა მიიღონ საგადასახადო კოდექსით საერთაშორისო ზარებისათვის გათვალისწინებული აქციზის გადასახადი და დაამატონ ეს გადასახადი ტარიფს.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე (შN-10/2772-17; 29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „მაიფონმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, „Premium Net Internetional“-ის ფილიალმა საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომმა“, შპს „ნიუ ვიჟენმა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიამ“ (GTC) მიმართეს (შ-6/2255-17; 07.03.2017), შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ შპს“ მობიტელს“, სს „სილქნეტს“ შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და განუმარტეს, რომ დასრულებული საერთაშორისო სატელეფონო ზარებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ზედა ზღვრულ ტარიფზე გაანგარიშებით.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (№შ-10/1559-17; 17.02.2017) და სამსახურებრივი ბარათის (შN-10/2772-17; 29.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 13 აპრილი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „მობიტელს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/987-17; 06.04.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 7 აპრილს.
კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი, ი.ესართია რომელმაც განაცხადა, რომ ეთანხმება შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ.ძიძიგურის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ ოფერტის გამოქვეყნება კომისიის ვალდებულებაა, თუმცა ოპერატორის ვალდებულებაა კომისიაში გააგზავნოს ეს ოფერტა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა. კომისია აქვეყნებს ოფერტას და გამოქვეყნებულ ოფერტაში შესაძლოა კომპანიას მოსთხოვოს ცვლილებების შეტანა. თუ გამოგზავნილი მოწვევის ოფერტა წინააღმდეგობაში იყო კანონთან, კომისიას უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. ი.ესართიამ აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ოპერატორს მიუთითოს თუ რა უნდა მოიყვანოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს მითითება უნდა იყოს მიღებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რათა მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში შეძლოს კომისიამ მისი დასანქცირება. ამავე კანონის 45-ე მუხლის თანახმად, კომისიას ოპერატორის დასანქცირება შეუძლია, თუ იგი არ ასრულებს მის გადაწყვეტილებას ან დადგენილებას. არანაირი განხილვა არ მომხდარა კომპანიის მიერ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტა შეესაბამება თუ არა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2397-17; 14.03.2017);
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შN-10/2772-17;29.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით (ავტორიზბული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება Nშ-6/2254-17; 07.03.17 და შპს „კავკასუს ონლაინის“, შპს „მაიფონის“, შპს „სითი ტელეკომის“ „Premium Net Internetional“-ის ფილიალი საქართველოში, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის“ (GTC) მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებთან გაგზავნილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2255-17; 07.03.2017);
3. შპს „მობიტელის“ 2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი მოწვევის ოფერტა (კომისიის ვებგვერდძე გამოქვეყნების თარიღი: 2016 წლის 29 ივლისი);
4. შპს „მობიტელის“ 2017 წლის 28 თებერვლის Nშ-6/1984-17 წერილი, რომლითაც კომისიისგან ითხოვს კომისიის ვებგვერდზე 2016 წლის 29 ივლისს გამოქვეყნებული შპს „მობიტელის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების შესახებ მოწვევის ოფერტის ვადის გაგრძელებას 2016 წლის 1 ივლისამდე;
5. კომისიის წერილები გაგზავნილი შპს „მობიტელისთვის“ და აღნიშნული წერილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (N08/633-17, 28.02.2017; N08/680-17, 02.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017);
6. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილება მასში შესული ყველა ცვლილებითა და დამატებით (ცვლილებები: კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9, კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის N744/19 გადაწყვეტილება და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N572/19 გადაწყვეტილება);
7. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილება;
8. „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილება;
9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მობიტელის“ შესახებ;
10. კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის ი.ესართიას მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „მობიტელი“ 2010 წლის 12 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: GSM; LTE; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება; ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება);
- შპს „მობიტელი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) მე-3 პუნქტის თანახმად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შპს „მობიტელი“ დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ. ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო, 4.5 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე, 4.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკი და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;
- კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“) 1 წუთზე დადგინდა 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით;
- კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, შპს ,,მობიტელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;
- 2017 წლის 28 თებერვალს, შპს „მობიტელმა“კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1984-17; 28.02.2017) მიმართა და მოითხოვა კომისიის ვებ-გვერდზე 2016 წლის 29 ივლისს გამოქვეყნებული შპს ,,მობიტელის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების შესახებ მოწვევის ოფერტის ვადის გაგრძელება 2017 წლის 1 ივლისამდე. შპს „მობიტელის“ 2016 წლის 29 ივლისის მოწვევის ოფერტა (პუნქტი 3) წარმოდგენილი იყო შემდეგი პირობებით: პირველი საფეხური: მობილურ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარის 1 წუთის ტერმინაციის ტარიფი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში 150 000 წუთისთვის შეადგენს 0.20 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, აქციზის ჩათვლით. მეორე საფეხური: საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარის 1 წუთის ტერმინაციის ტარიფი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში 150 000 წუთის ზემოთ შეადგენს 0.25 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, აქციზის ჩათვლით. ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარის 1 წუთის ტერმინაციის ტარიფი შეადგენს 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, აქციზის ჩათვლით. შპს „მობიტელის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას;
- კომისიის მიერ შპს „მობიტელს“ წერილობით (N08/633-17, 28.02.2017; N08/680-17, 02.03.2017 და N08/748-17; 10.03.2017) განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, შპს ,,მობიტელის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, შპს ,,მობიტელს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
- ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს შპს ,,მობიტელს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;
- შპს „მობიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მე-2 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში. ხოლო, კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი - შპს „მობიტელი“ ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს რიგი ინფორმაცია, მათ შორის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები. ამასთან, შპს „მობიტელმა“ დაშვების/ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდებისას უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით, რაც კომისიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს „მობიტელმა“ არ განახორციელა. შესაბამისად, შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტები, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.1 პუნქტი და 4.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „მობიტელი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „მობიტელს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაევალოს მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მობიტელს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის დ) და ე) ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.1 პუნქტის და 4.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „მობიტელს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მობიტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მობიტელისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მობიტელისთვის“ 7ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
