წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პიკის” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 269 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2017 16:53

მიღების თარიღი აპრილი 20, 2017

შპს „ტელეკომპანია პიკისმაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია პიკი“ (ს/კ202395247) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე: მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი; მაუწყებლობის ენა/ენები: რუსული; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი ინტერნეტი (საქართველო);

კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/1787-17) ირკვევა, რომ შპს „ტელეკომპანია პიკს“ 2015 წლის ივლისის თვის შემდგომ არ  წარმოუდგენია  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება, ასევე 2015 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად ჩარიცხული რეგულირების საფასური-1,450.64 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/1300-17) ირკვევა, რომ კომპანიას 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 45მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პიკის" (ს/კ202395247) ავტორიზაციის (№BR-498, 14.07.2015) შეჩერების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 25მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია პიკისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                         მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები