წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 275 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 12:15

მიღების თარიღი აპრილი 21, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 21 აპრილის №24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 21 აპრილის №24 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №24 სხდომის  დღის წესრიგი

             ქ. თბილისი 2017  წლის 21 აპრილი, 17:30 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2.  სს „სილქნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის განხილვის თაობაზე;
  3. შპს ,,მაგთიკომის“ 2017 წლის 20 აპრილის შუამდგომლობის განხილვის თაობაზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები