შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 11:49
მიღების თარიღი აპრილი 27, 2017
შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის (კომისიაში რეგისტრაციის №6/3309-17 24.04.17) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია მაუწყებლობას განაახლებს 2017 წლის პირველი მაისიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაზეთი აჭარა PS“-ს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2015 წლის 30 ნოემბრიდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2017 წლის 18 აპრილს. კომისიამ განაახლა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის ავტორიზაცია 2017 წლის 21 აპრილს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მითითებული ვადით; ამავე მუხლის 112 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 114 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის წარმომადგენელი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განახლდეს შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 451მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განახლდეს შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის მაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2017 წლის პირველ მაისამდე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
2. შპს „გაზეთი აჭარა PS“-ის ტელემაუწყებლობის ავტორიზაციის განახლების თარიღია 21.04.2017;
3. შპს „გაზეთი აჭარა PS“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გაზეთი აჭარა PS“-ისთვის ჩაბარებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
