წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 290 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 12:20

მიღების თარიღი აპრილი 27, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 27 აპრილის №27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების, ასევე კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N279/16 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 27 აპრილის №27 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2017 წლის 27 აპრილის №27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №27 სხდომის  დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი  2017  წლის 27 აპრილი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსი);
  3. შპს „Batumi car tour“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „ბლექ სი რიზორთსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „ნაიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „ოპტიმუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  8. შპს „ტაქსი დავინჩისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს „წინსვლისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  10. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რუსეთის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სანკტ-პეტერბურგის  უნივერსიტეტისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „ახალი ქსელებისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  13. შპს „ქართული რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  14. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები