წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 291 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2017 12:21

მიღების თარიღი აპრილი 27, 2017

საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის   რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა კომისიას მიმართა  განცხადებით №0144, 20.03.17 რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით.

კომისიამ, მინიჭებისთვის შერჩეული რადიოსიხშირული ზოლების გამოყენების ტექნიკური პარამეტრების განმცხადებელთან შეთანხმების მიზნით, წერილით №05, 18.04.17 მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტს, წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის, შერჩეული  რადიოსიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. თანხმობა, სიხშირეების გამოყენების  შესაძლებლობაზე   განცხადებელმა, კომისიას  აცნობა  წერილით  №0193, 20.04.17.   

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიზე  სახადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის,   სიხშირეები  თანდართული   ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ  იქნას ამ  გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე   გადაწყვეტილების  დანართი;

4. აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის  რადიოსიხშირული ზოლების  მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;

 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

 8.  გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             ე.ასანიძე

კომისიის  წევრი                                                            გ.ფრუიძე

კომისიი   სწევრი                                                           მ.ქათამაძე                                                                                                      

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები