წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 312 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2017 11:10

მიღების თარიღი მაისი 02, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 02 მაისის  №29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 02 მაისის  №29 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:  უწყვეტი კვების წყაროს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის თაობაზე (მომხს. ლ.გაგუა - ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსი; თანამომხს: ა.ღლონტი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი);

2. კომისიის 2017 წლის 02 მაისის  №29 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №29 სხდომის  დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი  2017  წლის 2 მაისი,  15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „BLACK SEA TELECOM“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. უწყვეტი კვების წყაროს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის თაობაზე (მომხს. ლ.გაგუა - ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსი; თანამომხს: ა.ღლონტი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები