წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 315 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2017 18:21

მიღების თარიღი მაისი 02, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 02 მაისს, 17:00 საათზე კომისიაში (მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ (შემდგომში „კომისიის დებულება“) მე–3 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისარჩევნების დანიშვნის  შესახებ კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N261/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, 5 (ხუთი) ხმით კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი - კახი ბექაური. არჩევნების დასრულებისთანავე, კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N261/22 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ იქნა კენჭისყრის ოქმი, რომელიც ამავე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების შედეგების დამტკიცების მიზნით, წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის,  2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე–3 მუხლის,  კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N261/22 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტისა და 2017 წლის 02 მაისის კენჭისყრის ოქმის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაურის არჩევა, კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N261/22 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე;

2. კომისიის 2017 წლის 18 აპრილის N261/22 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ 2017 წლის 02 მაისის კენჭისყრის ოქმი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. კახი ბექაურის, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 მაისიდან მისი კომისიის წევრობის ვადით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები