წვდომის მენიუ

,,შპს „სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 32 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2017 10:45

მიღების თარიღი იანვარი 26, 2017

,,შპს „სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-მა კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრირებული №შ-7/10835-16, 11.10.2016),  ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის, გურიაში (ტალახა) განლაგებული რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული  (4952მჰც±14მჰც) სიხშირის,  რაც კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილების დანართში არის განსაზღვრული, იგივე დიაპაზონის ფარგლებში ანალოგიური სიგანის  განსხვავებული სიხშირით შეცვლის მოთხოვნით. შეცვლის საჭიროება შპს „სტერეო +“-ის განმარტებით, განაპირობა, აღნიშნულ სიხშირეზე   პერიოდული ხასიათის  ხელშეშლის არსებობამ.

კომისია ასევე აღნიშნავს,  რომ   შპს „სტერეო+“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი, 15.02.2010) რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე მომსახურების მიწოდების სხვადასხვა სახეებზე. შპს „სტერეო +“ ფლობს ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX–B, №MUX–D და №MUX–E ლიცენზიებს (მოქმედების ვადა 2025 წლის 17 ივნისამდე).

კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-ის თანამშრომლების მონაწილეობით ექსპერიმენტალურად (სპექტრის ანალიზატორის გამოყენებით), მონიტორინგის საფუძველზე გამორკვეულ იქნა, რომ იგივე სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში ანალოგიური სიგანის 28მჰც სიხშირულ ზოლში, სიხშირე (4865მჰც±14მჰც), დაკვირვების წერტილში (ტალახა) თავისუფალია და  შესაბამისად ამავე წერტილიდან სიგნალის მიწოდების ათივე მიმართულებაზე,   რაც კომისიის  2015  წლის 28 აპრილის № 224/13

გადაწყვეტილების დანართში არის განსაზღვრული, პერიოდული ხასიათის  ხელშეშლა არ აღინიშნება. შპს „სტერეო +“-ს შეთანხმების მიზნით 2016 წლის 01 დეკემბერს წერილით (რეგისტრირებული №06/4115-16) გაეზავნა კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილების დანართის პროექტი, რომელშიც განისაზღვრა გურიაში (ტალახა) განლაგებული რადიოსარელეო სადგურიდან ათ მიმართულებაზე სადგურის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული (4952მჰც±14მჰც) სიხშირის ნაცვლად, (4865მჰც±14მჰც) სიხშირის გამოყენების პირობები. სიხშირის შეცვლაზე  და გამოყენების პირობებზე თანხმობა,  შპს „სტერეო +“-მა კომისიას 2016 წლის 05 დეკემბერს აცნობა წერილობით  (რეგისტრირებული №შ-6/12692-16).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზნშეწონილად მიაჩნია, შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებაში და ხელშეშლის გავლენის ქვეშ მყოფი სიხშირის   (4952მჰც±14მჰც) შეცვალა ალტერნატიული, ხელშეშლებიდან   თავისუფალი (4865მჰც±14მჰც) სიხშირით, რაც დაკვირვების წერტილიდან (ტალახა), კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილების დანართში  განსაზღვრულ ათივე მიმართულებაზე, შპს „სტერეო +“-ის მიერ  ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის იქნება გამოყენებული,  აისახოს ამ გადაწყვეტილების დანართში.

საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის   63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

  1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილებაში და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13  გადაწყვეტილების დანართი შეიცვალოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართით (თან ერთვის);
  2.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს  „სტერეო +“ სთვის  გაგზავნის უზრუნველყოფა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +“ სთვის  ჩაბარებისთანავე.
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს  „სტერეო +“ სთვის  ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  ე.ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                  გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 მ. ქათამაძე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები