სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2017 18:09
მიღების თარიღი მაისი 04, 2017
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ (ს.კ. № 202297335) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3192-17, 19.04.17) განცხადებაში განსაზღვრული კოორდინატებით, სეტყვის საწინააღმდეგო დანიშნულების მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის (რადარის) განთავსებისა და ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ რადარი ესაჭიროება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში მეტეოროლოგიურ პირობებზე დაკვირვებისთვის და სიხშირე 5640 მჰც (ზოლის სიგანე 8 მჰც) გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ ზემოაღნიშნული რადარის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1555 ნებართვა და მიენიჭოს 5640მჰც ± 4მჰც სიხშირე მეტეოროლოგიური რადარის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 4 მაისიდან 2018 წლის 4 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
2017 წლის 4 მაისის №320/7 გადაწყვეტილების დანართი
1. რადარის განთავსების კოორდინატები - N 41° 37'35.52"; E 45° 52'43.92" (X573200; Y4608675)
2. რადარის განთავსების ადგილის სიმაღლე (ზღვის დონიდან) – 1068 მ (+კოშკურის სიმაღლე 6 მ)
3. გასხივების სიხშირე (ცენტრალური) - 5640 მჰც
4. სიხშირული ზოლის სიგანე ± 4 მჰც
5. გასხივების სიმძლავრე (საშუალო) – 480 ვტ
6. გასხივების სიმძლავრე (იმპულსში) - 400 კვტ
7. გასხივების კუთხის საზღვრები ვერტიკალურ სიბრტყეში - 0° ÷ 95°
8. გასხივების კუთხის საზღვრები ჰორიზონტალურ სიბრტყეში - 0° ÷ 360°
