წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 330 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2017 16:18

მიღების თარიღი მაისი 11, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის  №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 11 მაისის №32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 11 მაისის №32 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის32 სხდომის დღის წესრიგი 

              ქ. თბილისი    2017  წლის 11 მაისი, 12:00 საათი 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. სს „სილქნეტსა“ და შპს “სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“, შპს „გუდვილკომს“, შპს „ჯეონეთს“ და შპს „ლაგს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. ერთის მხრივ, შპს „მაგთიკომსა“ და მეორე მხრივ, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს შპს „მაიფონს“, შპს „გუდვილკომს“, Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში, შპს „ჯეონეთს“, შპს „ნიუ ვიჟენს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ლაგსა“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის დავის განხილვის და შპს „მაგთიკომის“ სანქცირების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. ერთის მხრივ შპს „ჯეოსელს“ და მეორე მხრივ, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „სისტემ ნეტს“, შპს „მაიფონს“, შპს „გუდვილკომს“, Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში, შპს „ჯეონეთს“, შპს „ნიუ ვიჟენს“, შპს „სითი ტელეკომსა“ და შპს „ლაგს“ შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. ერთის მხრივ, შპს „მობიტელს“ და მეორე მხრივ, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „მაიფონს“, შპს „გუდვილკომს“, Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში, შპს „ჯეონეთს“, შპს „ნიუ ვიჟენს“, შპს „სითი ტელეკომსა“ და შპს „ლაგს“ შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი); (სათაური შეიცვლება);
  6. შპს „ახტელსა“ და შპს Premium Net International SRL-ის ფილიალის საქართველოში შორის დავის განხილვის და სანქცირების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები