წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის № 616/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 339 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2017 12:47

მიღების თარიღი მაისი 11, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის № 616/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „დაცვის სამსახურმა თბილისმა“ (რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 22/01/2009; ს.კ. № 205271310) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2666-17, 24.03.17) ქ. თბილისში მინიჭებული 414.575 მჰც და 419.675 მჰც სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016  წლის 8 სექტემბრის № 616/7 გადაწყვეტილებით შპს „დაცვის სამსახური თბილისს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1391  ნებართვა და მიენიჭა 414.575  მჰც და 419.675 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ ქ. თბილისში  მინიჭებული 414.575  მჰც და 419.675 მჰც სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა №შ-10/2988-17, 06.04.17) .

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016  წლის 8 სექტემბრის № 616/7  გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიეცეს შპს „დაცვის სამსახური თბილისს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1391  ნებართვა და მიენიჭოს 414.575  მჰც და 419.675 მჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), ერთი წლის ვადით - 2016 წლის 8 სექტემბრიდან 2017 წლის 8 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“  გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მ. ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები