წვდომის მენიუ

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 341 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2017 12:54

მიღების თარიღი მაისი 11, 2017

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.             საქმის აღწერა 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2793-17, 30.03.2017) თანახმად, ამავე  დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2017 წლის 23 მარტს განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის    შემოწმება კომპანიის ოფისში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N6.  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი  საკუთარი სკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „მარაო“, „თრიალეთი“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „დია“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „იბერია“, „ერთსულოვნება“, „სტერეო+“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, „Euronews“, „Бестцелер“, „Индия ТВ“, „FOX life“,  „Дом Кино“, „киносерия“, „Наше любимое кино“, „киносемья“, „Кинохит“, „Киномикс“, „TV 3“, „Мужское Кино“, „Москва Доверие“, „RTVI“, „Пятница“, „ТВЦ“, „TV 5“,  „Сарафан“, „TLC“, „МИР ТВ“, „360“,  „CTC“,  „Домашний“, „Перец“, „ТРО“, „Звезда“, „Ключ Тв“, „ORT”, „РЕН ТВ“, „НТВ“, „Россия 1“, „Eurosport 1“, „Арена“, „Игра“, „სილქ-უნივერსალი“, „Матч“,  „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, „Наш Футбол“, „Боец ТВ“, „Бокс“, „National geographic“, „Nat Geo Wilde“,„Animal Planet“, „History“, „Discovery“, „Охота и Рыбалка”, „PDT“, „Кухня“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Disney”, „C1“ , „Inter +“, „THT comedy“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, მიუხედავად კომისიის მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებისა, არ აქვს შექმნილი ვებგვერდი.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2793-17, 30.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/1121-17; 19.04.2017) კომპანიას  ჩაბარდა 2017 წლის 21 აპრილს.

2017 წლის 3 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის  განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3571-17; 03.05.17) საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, მაგრამ არაუმეტეს 20 მაისისა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის შეუფერხებელი განხილვისათვის, კომისიამ გაითვალისწინოს, რომ 2017 წლის 11, 16 და 18 მაისს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის   წარმომადგენელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესში იღებს მონაწილეობას.

კომისიის 2017 წლის 4 მაისის სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის   2017 წლის 3 მაისის Nშ-6/3571-17 შუამდგომლობა საკითხის განხილვის  გადადების თაობაზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა. შესაბამისად, 2017 წლის 4 მაისს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 11 მაისის, 15 საათზე. საკითხის განხილვის ადგილისა და თარიღის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობა კომისიის 2017 წლის 4 მაისის N03/1407-17 შეტყობინებით, რომელის კომპანის ჩაბარდა 2017 წლის 5 მაისს. ამასთან, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ი გაფრთხილდა, რომ კომპანიის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია საკითხს განიხილავდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2017 წლის 10 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის  განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3720-17; 10.05.17) საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი არგუმენტები, მაგრამ 11 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის გამო ვერ შეძლებს გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 16 და 18 მაისს ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესებზე სარგებლობს წარმომადგენლის სტატუსით. ზემოაღნიშნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლი ითხოვს საკითხის განხილვის გადადებას სხვა დროისთვის.

კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის   2017 წლის 10 მაისის Nშ-6/3720-17 შუამდგომლობა საკითხის განხილვის  გადადების თაობაზე, რომელიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა. კომისიამ აღნიშნა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის   წარმომადგენელის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა, რის თაობაზეც ეცნობა კომისიის 2017 წლის 4 მაისის N03/1407-17 შეტყობინებით, რომლითაც კომპანია ასევე გაფრთხილდა და განემარტა, რომ კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია საკითხს განიხილავდა კომპანიის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს,  რომ  საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 11 მაისს. კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის   წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 5 მაისს, რასაც შეტყობინებაზე კომპანიის მოლარე ოპერატორის ხელმოწერა ადასტურებს (გზავნილის კოდი: AP01002800205).  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს   ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2793-17, 30.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 23 მარტის შემოწმების აქტი N6;
  3. შპს   ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის    შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD);
  4. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 19 აპრილის Nშ-10/3210-17 სამსახურებრივი ბარათი;
  6. კომისიის  2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-14 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილება „შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
  9. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შესახებ;
  10. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის  განცხადება  საკითხის განხილვის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3571-17; 03.05.17);
  11. კომისიის 2017 წლის 4 მაისის N03/1407-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  12. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის წარმომადგენლის  განცხადება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3720-17; 10.05.17).

 III.         კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები: 

  1. შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
  2. შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2017 წლის 23 მარტს, 13:40 საათზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის ოფისში, მისამართზე: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №80, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №6.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „BATUMI  MEDIA GROUP“-ის მოლარე-ოპერატორი დარეჯან ცინცაძე;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „მარაო“, „თრიალეთი“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „დია“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „იბერია“, „ერთსულოვნება“, „სტერეო+“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, „Euronews“, „Бестцелер“, „Индия ТВ“, „FOX life“,  „Дом Кино“, „киносерия“, „Наше любимое кино“, „киносемья“, „Кинохит“, „Киномикс“, „TV 3“, „Мужское Кино“, „Москва Доверие“, „RTVI“, „Пятница“, „ТВЦ“, „TV 5“,  „Сарафан“, „TLC“, „МИР ТВ“, „360“,  „CTC“,  „Домашний“, „Перец“, „ТРО“, „Звезда“, „Ключ Тв“, „ORT”, „РЕН ТВ“, „НТВ“, „Россия 1“, „Eurosport 1“, „Арена“, „Игра“, „სილქ-უნივერსალი“, „Матч“,  „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, „Наш Футбол“, „Боец ТВ“, „Бокс“, „National geographic“, „Nat Geo Wilde“,„Animal Planet“, „History“, „Discovery“, „Охота и Рыбалка”, „PDT“, „Кухня“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Disney”, „C1“ , „Inter +“, „THT comedy“;
  5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2017 წლის 23 მარტის №6 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
  6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 28.02.2012)  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის/დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული;
  7. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს  განმეორებით მიეთითათ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 17.01.2013) . ამავე წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  8. 2014  წლის 20 მარტს  კომისიამ წერილობით (№04/584-14) მიმართა  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს და მოსთხოვა მის სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.  აღნიშნული წერილი შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 2014 წლის 22 მარტს, თუმცა კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია;
  9. კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით და კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს დავალებული ჰქონდა ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულ ვებგვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც  ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კვლავ არ განუხორციელებია;
  10. 2012 წლიდან   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიმართ 2017  წლის 23 მარტის №6 შემოწმების აქტის შედგენამდე გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სანქციები:

) კომისიის 2012 წლის 30 მარტის N260/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

) კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის N697/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს  დაეკისრა ჯარიმა 3267.12 (სამიათას ორას სამოცდაშვიდი ლარი  და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“,  „ბ”, „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

) კომისიის 2013 წლის 3 იანვრის N03/18 გადაწყვეტილებით,   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „Batumi Media Group“-ს  დაეკისრა ჯარიმა 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

) კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N448/18 გადაწყვეტილებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „BATUMI MEDIA GROUP“ -ს დაეკისრა ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;

) კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

) კომისიის 2014 წლის 8 მაისის  №252/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;

) კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს დაეკისრა ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის  დარღვევის გამო;

) კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,   შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს დაეკისრა ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის, ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა და   2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის  დარღვევის გამო;

ი) კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილებით შპს
„BATUMI MEDIA GROUP“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბმისად, დაეკისრა ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის, ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის,  კომისიის  2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის და კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის  დარღვევის გამო;

11. კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483 /18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად,   შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ს დავალებული ჰქონდა უზრუნველეყო 10 სამუშაო დღის ვადაში მის სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

12. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს,  როგორც  2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ასევე  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის,   კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მის მიერ გავრცელებული სატელევიზიო არხების (იხ. პუნქტი 4) რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები).

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორისუფლებასნაწარმოებთანდაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში   განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა;
  15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 23 მარტის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების:  „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „მარაო“, „თრიალეთი“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „დია“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „იბერია“, „ერთსულოვნება“, „სტერეო+“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, „Euronews“, „Бестцелер“, „Индия ТВ“, „FOX life“,  „Дом Кино“, „киносерия“, „Наше любимое кино“, „киносемья“, „Кинохит“, „Киномикс“, „TV 3“, „Мужское Кино“, „Москва Доверие“, „RTVI“, „Пятница“, „ТВЦ“, „TV 5“,  „Сарафан“, „TLC“, „МИР ТВ“, „360“,  „CTC“,  „Домашний“, „Перец“, „ТРО“, „Звезда“, „Ключ Тв“, „ORT”, „РЕН ТВ“, „НТВ“, „Россия 1“, „Eurosport 1“, „Арена“, „Игра“, „სილქ-უნივერსალი“, „Матч“,  „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, „Наш Футбол“, „Боец ТВ“, „Бокс“, „National geographic“, „Nat Geo Wilde“,„Animal Planet“, „History“, „Discovery“, „Охота и Рыбалка”, „PDT“, „Кухня“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Disney”, „C1“ , „Inter +“, „THT comedy“  შესაბამისი ხელშეკრულებებისა  ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის  მიერ დარღვეულია  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის“  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები  და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. 

კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დავალებული ჰქონდა ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულ ვებგვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც  ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კვლავ არ განუხორციელებია. შესაბამისად  კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტი და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი,  კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილებით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის, ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის,  კომისიის  2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის და კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის  დარღვევის გამო და აღნიშნული დაჯარიმების შემდეგ შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ გრძელდება დენადი ხასიათის დარღვევა, მას უნდა დაეკისროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით 27 000 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტი არ აღემატება 27 000 ლარს.  ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს  უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „მარაო“, „თრიალეთი“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „დია“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „იბერია“, „ერთსულოვნება“, „სტერეო+“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, „Euronews“, „Бестцелер“, „Индия ТВ“, „FOX life“,  „Дом Кино“, „киносерия“, „Наше любимое кино“, „киносемья“, „Кинохит“, „Киномикс“, „TV 3“, „Мужское Кино“, „Москва Доверие“, „RTVI“, „Пятница“, „ТВЦ“, „TV 5“,  „Сарафан“, „TLC“, „МИР ТВ“, „360“,  „CTC“,  „Домашний“, „Перец“, „ТРО“, „Звезда“, „Ключ Тв“, „ORT”, „РЕН ТВ“, „НТВ“, „Россия 1“, „Eurosport 1“, „Арена“, „Игра“, „სილქ-უნივერსალი“, „Матч“,  „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, „Наш Футбол“, „Боец ТВ“, „Бокс“, „National geographic“, „Nat Geo Wilde“,„Animal Planet“, „History“, „Discovery“, „Охота и Рыбалка”, „PDT“, „Кухня“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Disney”, „C1“ , „Inter +“, „THT comedy“ -ს არამართლზომიერი გადაცემა. ასევე,  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს   უნდა დაევალოს 10 სამუშაო დღის ვადაში ინტერნეტში ვებ-გვერდის შექმნა და კომპანიის   სატრანზიტო მომსახურების პაკეტში  არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

 V.            სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის,, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1.   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისროს ჯარიმა 27 000  (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის, „შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის,  კომისიის  2014 წლის 7 აგვისტოს №450/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N643/18 გადაწყვეტილების მე-5 პუქნტის და კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N483/18 გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო; 

2.  უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

3. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4   შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-მა უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „მარაო“, „თრიალეთი“, „GDS“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „დია“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „იბერია“, „ერთსულოვნება“, „სტერეო+“, „РУ ТВ“, „Шансон ТВ“, „Euronews“, „Бестцелер“, „Индия ТВ“, „FOX life“,  „Дом Кино“, „киносерия“, „Наше любимое кино“, „киносемья“, „Кинохит“, „Киномикс“, „TV 3“, „Мужское Кино“, „Москва Доверие“, „RTVI“, „Пятница“, „ТВЦ“, „TV 5“,  „Сарафан“, „TLC“, „МИР ТВ“, „360“,  „CTC“,  „Домашний“, „Перец“, „ТРО“, „Звезда“, „Ключ Тв“, „ORT”, „РЕН ТВ“, „НТВ“, „Россия 1“, „Eurosport 1“, „Арена“, „Игра“, „სილქ-უნივერსალი“, „Матч“,  „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, „Наш Футбол“, „Боец ТВ“, „Бокс“, „National geographic“, „Nat Geo Wilde“,„Animal Planet“, „History“, „Discovery“, „Охота и Рыбалка”, „PDT“, „Кухня“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Disney”, „C1“ , „Inter +“, „THT comedy“-ის  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის  დოუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. უზრუნველყოს  შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში მის სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

6. უზრუნველყოს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-მა  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულ ვებგვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI  MEDIA GROUP“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

9.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI  MEDIA  GROUP“-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

10.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

12.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები