წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 347 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2017 16:09

მიღების თარიღი მაისი 18, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2017 წლის 18 მაისის №35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე „კომისიის აპარატის მუშაობის წესის“ მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2017 წლის 18 მაისის №35 სხდომის დღის წესრიგს დაემატოს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N291 და N321 ნებართვების გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №435/24 და 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2017 წლის 18 მაისის №35 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე


საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 35 სხდომის დღის წესრიგი:

               ქ. თბილისი  2017  წლის 18 მაისი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. სს „ლიბერთისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  3. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ჟან გერვერსისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  4. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დევიდ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს ,,აი სისტემსისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „სკაი კავკასუსისა“ და სს „Compatel Limited“-ის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N291 და N321 ნებართვების გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №435/24 და 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
  8. შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  9. ფიზიკური პირი მაკა სამუშიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  10. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მართლზომიერების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. სს „სილქნეტსა“ და „Mediafon”–სა და „mediafon Datapro“–ს  შორის ნომრის პორტაბელობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობების თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი-სამართლებრივი დეპ. მთავარი სპეციალისტი);
  12. ერთის მხრივ სს „სილქნეტს“ და მეორე მხრივ, შპს „ნიუ ვიჟენს“,  შპს “სითი ტელეკომს“, შპს „მაიფონს“, შპს „გუდვილკომს“, შპს „ჯეონეთს“ და შპს „ლაგს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ  (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები