წვდომის მენიუ

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N291 და N321 ნებართვების გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №435/24 და 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 353 / 4

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2017 10:49

მიღების თარიღი მაისი 18, 2017

შპსჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასნუმერაციის რესურსით სარგებლობის N291 და  N321 ნებართვების გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №435/24 და 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3729-17, 10.05.2017) მიმართა შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N291 და  №N321 ნებართვების გაუქმების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია” ფლობს:

ა) კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №435/24 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ავტორიზებული საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N291 ნებართვას 10000 სააბონენტო ნომერზე (502 00X XXX);

ბ)კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ავტორიზებული საქმიანობისთვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N321 ნებართვას 1000 სააბონენტო ნომერზე (284 0XXX).  

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაუქმების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსზე აბონენტები არ ჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N291 ნებართვა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2016 წლის 30 ივნისის №435/24  გადაწყვეტილება;

2.  გაუქმდეს შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N321 ნებართვა და ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2016 წლის 6 ოქტომბრის №675/24  გადაწყვეტილება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიასთვის“  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები