წვდომის მენიუ

შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 354 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2017 10:53

მიღების თარიღი მაისი 18, 2017

შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა 

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2794-17, 30.03.2017) თანახმად, ამავე  დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2017 წლის 24 მარტს განხორციელდა შპს „ნისას“ შემოწმება კომპანიის ოფისში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N7.  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ნისა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „ტელეარხი 25“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“,“ბათუმი ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ქართული არხი“,„ობიექტივი“,„საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,„ტვ პირველი“,„აჭარა“,„GDS“, „კავკასია“ „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Бестцелер“, „TLC“, „History“, „Cartoon Network“, „TV 1000 megaxhit“, „Наш Футбол“, „Шансон ТВ“, „ბასტი ბუბუ“, „Футбол 2“, „TV 1000 premium“, „Fashion tv“, „Discovery“, „Наше Новое кино“, „Арена“, „Animal Planet“, „მარაო“,„ენკი-ბენკი“,„РУ ТВ“, „National geographic“, „THT“, „ORT“, „НТВ“, „THT comedy“; „Россия 1“, „Че“, „TV Mall“, „Игра“, „Nat Geo Wilde“, „TV 3“, „TV 1000 comedy“, „Discovery Sciense“, „Футбол 3“, „“,„Eurosport 1“, „Боец ТВ“, „RTVI“, „TV 1000 action“, „Дом Кино“, „РЕН ТВ“, „CTC“,  „Домашний“, „Индия ТВ“, „Мулт“, „Киносемья“, „Кинохит“,  „Сарафан“, „Матч“,  „Пятница“, „Карусель“, „Охота и Рыбалка”, „Inter +“,  „Show“, „C1“, „Euronews“, „იბერია“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2794-17, 30.03.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ნისას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/1120-17; 19.04.2017) კომპანიას  ჩაბარდა 2017 წლის 22 აპრილს.

კომისიის 2017 წლის 4 მაისის სხდომაზე შპს „ნისას“   წარმომადგენელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 11 მაისი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე  შპს „ნისას“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 4 აპრილის N03/1431-17 შეტყობინებით, რომელიც კომპანიას არ ჩაბარდა.  შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა კვლავ გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 18 მაისს, 15 საათზე, რის თაობაზე შპს „ნისას“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 15 მაისის N03/1477-17 შეტყობინებით (გზავნილის კოდი: AP01002800279), რომელიც შპს „ნისას“ ჩაბარდა 2017 წლის 17 მაისს (ჩაიბარა: ე.ბერიძემ).

კომისია აღნიშნავს,  რომ  საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 18 მაისს. კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „ნისას“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 17 მაისს, რაც ჩაბარების დოკუმენტით (გზავნილის კოდი: AP01002800279) დასტურდება.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს   „ნისას“ დაუსწრებლად.

 II.  კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები: 

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2794-17, 30.03.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 მარტის შემოწმების აქტი N7;
  3. შპს   „ნისას“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD);
  4. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-14 წერილი და ამ წერილის შპს „ნისასთვის“ ავტორიზაციის გავლის დღეს გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ნისას“ შესახებ;
  7. კომისიის 2017 წლის 15 მაისის N03/1477-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01002800279). 

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ნისა“ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „ნისას“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2017 წლის 24 მარტს, 10:42 საათზე, შპს „ნისას“ ოფისში, მისამართზე: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ.  №72, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ნისას“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №7.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ნისას“ტექნიკოსი ე.ბერიძე;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „ნისა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „ტელეარხი 25“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“,“ბათუმი ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ქართული არხი“,„ობიექტივი“,„საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,„ტვ პირველი“,„აჭარა“,„GDS“, „კავკასია“ „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Бестцелер“, „TLC“, „History“, „Cartoon Network“, „TV 1000 megaxhit“, „Наш Футбол“, „Шансон ТВ“, „ბასტი ბუბუ“, „Футбол 2“, „TV 1000 premium“, „Fashion tv“, „Discovery“, „Наше Новое кино“, „Арена“, „Animal Planet“, „მარაო“,„ენკი-ბენკი“,„РУ ТВ“, „National geographic“, „THT“, „ORT“, „НТВ“, „THT comedy“; „Россия 1“, „Че“, „TV Mall“, „Игра“, „Nat Geo Wilde“, „TV 3“, „TV 1000 comedy“, „Discovery Sciense“, „Футбол 3“, „“,„Eurosport 1“, „Боец ТВ“, „RTVI“, „TV 1000 action“, „Дом Кино“, „РЕН ТВ“, „CTC“,  „Домашний“, „Индия ТВ“, „Мулт“, „Киносемья“, „Кинохит“,  „Сарафан“, „Матч“,  „Пятница“, „Карусель“, „Охота и Рыбалка”, „Inter +“,  „Show“, „C1“, „Euronews“, „იბერია“;
  5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2017 წლის 24 მარტის №7 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
  6. შპს „ნისას“ წარმომადგენელს, კომპანიის ავტორიზაციის დღეს - 2014 წლის 22 ოქტომბერს, ხელზე გადაეცა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი (ჩაიბარა: შპს „ნისას“ დირექტორმა - ნ.შაინიძემ), რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, შპს „ნისას“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7. შპს „ნისას“ როგორც 2017 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ასევე  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის, კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მის მიერ გავრცელებული სატელევიზიო არხების (იხ. პუნქტი 4) რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
  8. შპს „ნისას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2017  წლის 18 მაისის  კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ  2017 წლის 24 მარტის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: „ტელეარხი 25“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ბათუმი ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „ტვ პირველი“, „აჭარა“, „GDS“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Бестцелер“, „TLC“, „History“, „Cartoon Network“, „TV 1000 megaxhit“, „Наш Футбол“, „Шансон ТВ“, „ბასტი ბუბუ“, „Футбол 2“, „TV 1000 premium“, „Fashion tv“, „Discovery“, „Наше Новое кино“, „Арена“, „Animal Planet“, „მარაო“,„ენკი-ბენკი“,„РУ ТВ“, „National geographic“, „THT“, „ORT“, „НТВ“, „THT comedy“; „Россия 1“, „Че“, „TV Mall“, „Игра“, „Nat Geo Wilde“, „TV 3“, „TV 1000 comedy“, „Discovery Sciense“, „Футбол 3“, „“,„Eurosport 1“, „Боец ТВ“, „RTVI“, „TV 1000 action“, „Дом Кино“, „РЕН ТВ“, „CTC“,  „Домашний“, „Индия ТВ“, „Мулт“, „Киносемья“, „Кинохит“,  „Сарафан“, „Матч“,  „Пятница“, „Карусель“, „Охота и Рыбалка”, „Inter +“,  „Show“, „C1“, „Euronews“, „იბერიას“  შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ნისას“ მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ვინაიდან, შპს „ნისას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც-ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისიამ  მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ნისას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, შპს „ნისას“ უნდა აეკრძალოს შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი: „ტელეარხი 25“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“,“ბათუმი ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ქართული არხი“,„ობიექტივი“,„საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,„ტვ პირველი“,„აჭარა“,„GDS“, „კავკასია“ „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Бестцелер“, „TLC“, „History“, „Cartoon Network“, „TV 1000 megaxhit“, „Наш Футбол“, „Шансон ТВ“, „ბასტი ბუბუ“, „Футбол 2“, „TV 1000 premium“, „Fashion tv“, „Discovery“, „Наше Новое кино“, „Арена“, „Animal Planet“, „მარაო“,„ენკი-ბენკი“,„РУ ТВ“, „National geographic“, „THT“, „ORT“, „НТВ“, „THT comedy“; „Россия 1“, „Че“, „TV Mall“, „Игра“, „Nat Geo Wilde“, „TV 3“, „TV 1000 comedy“, „Discovery Sciense“, „Футбол 3“, „“,„Eurosport 1“, „Боец ТВ“, „RTVI“, „TV 1000 action“, „Дом Кино“, „РЕН ТВ“, „CTC“,  „Домашний“, „Индия ТВ“, „Мулт“, „Киносемья“, „Кинохит“,  „Сарафан“, „Матч“,  „Пятница“, „Карусель“, „Охота и Рыбалка”, „Inter +“,  „Show“, „C1“, „Euronews“, „იბერია“.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

  1. შპს „ნისას“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2.  შპს „ნისამ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „ტელეარხი 25“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“,“ბათუმი ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ქართული არხი“,„ობიექტივი“,„საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“,„ტვ პირველი“,„აჭარა“,„GDS“, „კავკასია“ „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „Бестцелер“, „TLC“, „History“, „Cartoon Network“, „TV 1000 megaxhit“, „Наш Футбол“, „Шансон ТВ“, „ბასტი ბუბუ“, „Футбол 2“, „TV 1000 premium“, „Fashion tv“, „Discovery“, „Наше Новое кино“, „Арена“, „Animal Planet“, „მარაო“,„ენკი-ბენკი“,„РУ ТВ“, „National geographic“, „THT“, „ORT“, „НТВ“, „THT comedy“; „Россия 1“, „Че“, „TV Mall“, „Игра“, „Nat Geo Wilde“, „TV 3“, „TV 1000 comedy“, „Discovery Sciense“, „Футбол 3“, „“,„Eurosport 1“, „Боец ТВ“, „RTVI“, „TV 1000 action“, „Дом Кино“, „РЕН ТВ“, „CTC“,  „Домашний“, „Индия ТВ“, „Мулт“, „Киносемья“, „Кинохит“,  „Сарафан“, „Матч“,  „Пятница“, „Карусель“, „Охота и Рыбалка”, „Inter +“,  „Show“, „C1“, „Euronews“, „იბერიას“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნისასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „ნისასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნისასთვის“ ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნისასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძეპ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები