წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივრებთან დაკავშირებით დავის განხილვის, შპს „ლაგის“ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 356 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 18:05

მიღების თარიღი მაისი 18, 2017

სსსილქნეტის“  წინააღმდეგ  შპსმაიფონის“, შპსკეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპსსითი ტელეკომის“, შპსჯეონეთის“, შპსნიუ ვიჟენის“  საჩივრებთან დაკავშირებით დავის განხილვის, შპს „ლაგის“ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და  ს „სილქნეტისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ წინააღმდეგ კომისიას განცხადებით/საჩივრით მომართეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ (28.03.2017 №შ-6/2726-17), შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ლაგმა“ (ერთობლივი განცხადება 18.04.17 Nშ-6/3180-17), შპს ,,სითი ტელეკომმა“ დამოუკიდებლად  (20.03.2017; Nშ-6/2541-17)  შპს „კავკასუს ონლაინმა“ (20.04.17 Nშ-6/3229-17), შპს „ჯეონეთმა“ (24.04.17 Nშ-6/3310-17), Premium Net International SRL”-ის ფილიალმა საქართველოში (13.04.17 Nშ-6/3133-17), შპს „ნიუ ვიჟენმა“ (18.04.17 შ-6/3171-17), შპს „სისტემ ნეტმა“ (26.04.17 Nშ-6/3374-17).

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ საჩივრებში მხარეებს ერთი და იგივე კომპანიები წარმოადგენენ, დავის საგანი და მოთხოვნები არის იდენტური, საქმის სრულყოფილად შესწავლისა და დავების  სწრაფად განხილვის მიზნით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ სხვა ავტორიზებულ პირთათვის საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული საჩივრების (განცხადებების) განხილვა, თითოეული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის: შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ მიმართ, გაერთიანდა ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ განიხილა დავა ერთი მხრივ სს „სილქნეტსა“ და მეორე მხრივ შპს „მაიფონს“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ჯეონეთს“ და  შპს „ნიუ ვიჟენს“ შორის.

შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ და შპს „სითი ტელეკომის“ ერთობლივ განცხადებაში (18.04.17 Nშ-6/3180-17) აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს,  რომლებიც ახორციელებდნენ საერთაშორისო ზარების დასრულებას სს „სილქნეტის“ ქსელში შეეზღუდათ მის ქსელთან დაშვება. მხარეები ურთიერთჩართულნი იყვნენ, თუმცა მოხდა მათი ურთიერთჩართვის  შეჩერება ან/და შეწყვეტა. კერძოდ, 2017 წლის 13 აპრილიდან მათ შეეზღუდათ საერთაშორისო ზარების დასრულება სს „სილქნეტის“ ქსელში.

კომპანიების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 09 ოქტომბრის  N571/9 (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი  რეგულაციის დადგენის შესახებ) გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად დადგინდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი”, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“). კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებით არ იქნა გაგრძელებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 2017 წლის 01 მარტიდან გაუქმდა, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ასევე ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის კომისიის მიერ დადგენილი დროებითი რეგულაცია. 

ერთობლივ განცხადებაში კომპანიები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულმა პირებმა, კომისიის გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების მათ ქსელში დასრულების ტარიფები დატოვეს უცვლელი, რითაც უკანონოდ ილახება ავტორიზებულ პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.

კომპანიების განცხადებით, კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობით, სახეზეა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“ და შპს „სითი ტელეკომმა“ 1. სს „სილქნეტისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ქმედებების შედეგად, საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები კარგავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან საერთაშორისო კომპანიებისთვის არამიმზიდველია არაპროგნოზირებადი ბაზარი, რომელიც არ არის დამყარებული კანონმდებლობისა და  მარეგულირებელი ორგანოს რეგულაციებზე. საჩივრის ავტორთა განმარტებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

შპს „ჯეონეთის“ განცხადებაში (24.04.17 Nშ-6/3310-17) აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტმა“ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების იგნორირებით, საერთაშორისო ზარების თავის ქსელში დასრულების ტარიფები დატოვა უცვლელი, რითაც შეილახა სხვა ავტორიზებული პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები. განცხადების თანახმად, შპს „ჯეონეთს“ 2017 წლის 20 აპრილიდან უკანონოდ შეეზღუდა საერთაშორისო ზარების დასრულება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების და მათ შორის სს „სილქნეტის“ ქსელში.

შპს „ჯეონეთის“ მოთხოვნას, მსგავსად სხვა კომპანიებისა, წარმოადგენს: 1. სს „სილქნეტისთვის“ კანონით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება, 2. სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის აღდგენა“. 3. კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას შპს „ჯეონეთი“ ითხოვს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აღსრულების გადადებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესები ილახება უკანონოდ და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება შპს „ჯეონეთს“. კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით, სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია, როგორც საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია დაკარგავს საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ შემოსავლებს. შპს „ჯეონეთის“ განცხადებით, არსებული მოცემულობის გაგრძელების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე არაკონკურენტული მდგომარეობა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივრის (18.04. 17 Nშ-6/3171-17) თანახმად, სს „სილქნეტმა“ 2017 წლის 16 აპრილს შეუჩერა ურთიერთჩართვა, იმ მიზეზით, რომ შპს „ნიუ ვიჟენი“ არ დაეთანხმა სს „სილქნეტის“ ოფერტას, რომელიც არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ მოთხოვნილია ხარჯების აღიარება და თანხების გადახდა მათ მიერ უკანონოდ ვადა გაგრძელებული ოფერტების საფუძველზე. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებით, არა თუ არ ერიცხება დავალიანება არცერთი კომპანიის და მათ შორის სს „სილქნეტის“ მიმართ, არამედ, ავანსად აქვს გადახდილი თანხები და სს „სილქნეტის“ ანგარიშზე ჩარიცხული აქვს დეპოზიტი 10 000 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ნიუ ვიჟენს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების, მათ შორის სს „სილქნეტის“ ქმედება წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ ბაზარზე კონკურენციის მოსპობისა და დომინირებული მდგომარეობის გამყარების მიზნით შეთანხმებულ და მიზანმიმართულ ქმედებას.

შპს „ნიუ ვიჟენმა“ მოითხოვა კომისიის მიერ შესაბამისი ზომების მიღება და შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა.

ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, კომისიამ არსებითად იმსჯელა 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს  და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ: სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ წარმომადგენელი უ.სეთური შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი თ.ხონელია, შპს „სითი ტელეკომის“ დირექტორი ნ.ადეიშვილი,  შპს „ლაგის“ წარმომადგენლები ზ. მჭედლიშვილი და გ.მისაბიშვილი, შპს „ჯეონეთის“ დირექტორის მოადგილე ი.ლასურაშვილი, შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენლები ნ.შეყელაძე, თ.მიქიაშვილი.

შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ჯეონეთმა“ და შპს „ნიუ ვიჟენმა“ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოადგინეს სს „სილქნეტის“ მიმართულებით განუხორციელებელი ზარების (ე.წ. ლოგები) თაობაზე ინფორმაცია. კომპანიების მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი ინფორმაციები შეისწავლა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა და წარმოადგინა დასკვნა სამსახურებრივი ბარათის სახით (08.05.18 Nშ-10/3685-17), რომლის თანახმად, დასტურდება, რომ სს „სილქნეტმა“ შპს „სითი ტელეკომს“ ურთიერთჩართვა შეუჩერა 2017 წლის 20 მარტს, შპს „მაიფონს“ და  შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“- 2017 წლის 18 აპრილს, შპს „ჯეონეთს“ – 2017 წლის 13 აპრილს, შპს „ლაგს“ – 2017 წლის 4-დან 5 მაისის ჩათვლით  და შპს „ნიუ ვიჟენს“ – 2017 წლის 18 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, 2017 წლის 15 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით,  ურთიერთჩართვის უკანასკნელი შეჩერების თარიღი არის 2017 წლის 4 მაისი.

2017 წლის 18 მაისის სხდომაზე შპს „ლაგის“ წარმომადგენელმა ზ. მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ სს „სილქნეტმა“ შპს „ლაგს“ აღუდგინა ურთიერთჩართვა და შპს „სილქნეტის“ მიმართ თავის მოთხოვნებზე უარი განაცხადა.

კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე, შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“, შპს „სითი ტელეკომმა“, შპს „ჯეონეთმა“ და შპს „ნიუ ვიჟენმა“  მოითხოვეს სს „სილქნეტის“ სანქცირება, შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2017 წლის 18 მაისის კომისიის სხდომაზე  სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა  კ. ყურაშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიები სს „სილქნეტის“ მიერ გათიშულნი იქნენ დავალიანების გამო, თუმცა სს „სილქნეტის“ სანქცირების საფუძველი არ არსებობს, რადგან ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან არც ერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.  კ.ყურაშვილის განმარტებით, სს „სილქნეტს“ არ დაურღვევია მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები,  სს „სილქნეტმა“ მხარეებს მომსახურების მიწოდება შეუზღუდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შესაბამისი საავანსო თანხის ამოწურვის შემდგომ. კ.ყურაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მიერ სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ქმედების დავალდებულების საფუძველი არ არსებობს.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. სს „სილქნეტის“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტა (კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი - 29.07.2016);

2. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „სითი ტელეკომის“ ერთობლივი განცხადება (18.04.17 Nშ-6/3180-17) თანდართული დოკუმენტაციით;

3. შპს ,,სითი ტელეკომის“ საჩივარი  (20.03.2017; Nშ-6/2541-17)  თანდართული დოკუმენტაციით;

4. შპს „ჯეონეთის“ განცხადება (24.04.17 Nშ-6/3310-17) თანდართული დოკუმენტაციით;

5. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადება (18.04.17 შ-6/3171-17) თანდართული დოკუმენტაციით;

6. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ჯეონეთის“ და შპს „ნიუ ვიჟენის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ მიერ სს „სილქნეტის“ ქსელში განუხორციელებელი ზარების თაობაზე (ე.წ. „ლოგები“);

7. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (08.05.18 Nშ-10/3685-17);

8. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის № 571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

9. კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილება  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“;

10. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“,  შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ჯეონეთის“ და შპს „ნიუ ვიჟენის“  წარმომადგენლების მიერ კომისიის 2017 წლის  18 მაისის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

11. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2017 წლის  18 მაისის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

12. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“,  შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ჯეონეთის“ და  შპს „ნიუ ვიჟენის“  შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

13. სს „სილქნეტის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:  CDMA; LTE; WIMAX; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;  B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); CDMA; ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);

2. შპს „მაიფონი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომი“,  შპს „სითი ტელეკომი“, შპს „ჯეონეთი“ და შპს „ნიუ ვიჟენი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და ახორციელებენ საერთაშორისო ზარების დასრულებას სს „სილქნეტის“ ქსელში. 

3. „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის  (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის   სეგმენტებზე  დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ სს „სილქნეტი“; ამავე გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის თანახმად, დადგინდა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 8.5 პუნქტის თანახმად, დადგინდა სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი   ქსელის   საკომუტაციო   ტერმინალურ   ელემენტებთან   დაშვებისა   და ურთიერთჩართვის   (სატელეფონო   ზარების   წამოწყება/დასრულების)   მომსახურების   საბითუმო ბაზრის   სეგმენტებზე,   ამ   გადაწყვეტილებით   განსაზღვრულ,   მნიშვნელოვანი   საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში,   დაუდგინდა   სატელეფონო   ზარების   წამოწყება/დასრულების   მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო შემომავალი და გამავალი ტრაფიკი და მასთან დაკავშირებული დანახარჯები;

4. კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის სს „სილქნეტისათვის“) 1 წუთზე დადგინდა   0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში  საერთაშორისო ზარის დასრულების  ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე  25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო  ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის  მიერ  მეორე  საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;

5. 2016 წლის 29 ივლისს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სს „სილქნეტის“ 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შესახებ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N446/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;

6. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“  კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის საბითუმო ბაზრის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით;

7. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით, სს „სილქნეტს“, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში  წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე;

8. 2017 წლის 28 თებერვალს, სს „სილქნეტმა“ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2009-17; 28.02.2017) მიმართა და მოითხოვა  კომისიის ვებგვერდზე სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება. სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა (პუნქტი 3.2) წარმოდგენილი იყო შემდეგი პირობებით: პირველი საფეხური განისაზღვროს არაუმეტეს 100,00.00 (ასი ათასი) წუთი, ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.12 აშშ დოლარი; მეორე საფეხური 100,00.00 (ასი ათასი) წუთის ზემოთ - ერთი წუთის დასრულების ტარიფი 0.15 აშშ დოლარი. სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტა აღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა კომისიის ვებგვერდზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგებოდა  კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას;

9. კომისიის მიერ სს „სილქნეტს“  წერილობით  (N08/634-17, 28.02.2017; N08/678-17, 02.03.2017  და N08/748-17; 10.03.2017) განემარტა, რომ კომისიის 2016 წლის N857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს  მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებები). ასევე განემარტა, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, სს „სილქნეტს“ ეთხოვა, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში  წარმოდგენა;

10. ზემოაღნიშნულის მიუხედავად,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს სს „სილქნეტს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარმოუდგენია მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტა;

11. სს „სილქნეტს“, როგორც ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 20.04.2017 N272/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება;

12. სს „სილქნეტმა“ შპს „სითი ტელეკომს“ ურთიერთჩართვა შეუჩერა 2017 წლის 20 მარტს, შპს „მაიფონს“ და  შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“- 2017 წლის 18 აპრილს, შპს „ჯეონეთს“ – 2017 წლის 13 აპრილს  და შპს „ნიუ ვიჟენს“ – 2017 წლის 18 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, 2017 წლის 15 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით და ურთიერთჩართვის უკანასკნელი შეჩერების თარიღი არის 2017 წლის 4 მაისი;

13. შპს „ლაგმა“ უარი განაცხადა სს „სილქნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით მოთხოვნებზე;

14. სს „სილქნეტს“ არ მოუმართავს კომისიისთვის შპს „მაიფონთან“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომთან“, შპს „სითი ტელეკომთან“, შპს „ჯეონეთთან“ და შპს „ნიუ ვიჟენთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და არ მიუღია კომისიისგან თანხმობა აღნიშნული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;

კომისია აღნიშნავს, რომ არ იზიარებს შპს „სილქნეტის“ არგუმენტაციას დავალიანების გამო კომპანიებთან ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სს „სილქნეტს“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერების უფლება, თუნდაც დავალიანების არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა, მხოლოდ კომისიისთვის მომართვისა და კომისიისაგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „მაიფონთან“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომთან“, შპს „სითი ტელეკომთან“, შპს „ჯეონეთთან“ და შპს „ნიუ ვიჟენთან“, კომისიის თანხმობის გარეშე  საერთაშორის ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებით, დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რის გამოც სს „სილქნეტს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სს „სილქნეტის“ მიმართ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სს „სილქნეტს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ ჩადენილი დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, სს „სილქნეტს“ უნდა დაევალოს შპს „მაიფონთან“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომთან“, შპს „სითი ტელეკომთან“,  შპს „ჯეონეთთან“ და შპს „ნიუ ვიჟენთან“  საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებით, მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით განმცხადებლების კანონიერი ინტერესები ილახება უკანონოდ და ადგებათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ დიდ და პატარა ოპერატორებს შორის არ მოხდება შეწყვეტილი/შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა დაუყოვნებლივ , განცხადებების/საჩივრების ავტორი კომპანიები,  როგორც საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, დადგებიან შემოსავლების მიუღებლობისა და  საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვის საშიშროების წინაშე, რაც აღნიშნული კომპანიების მუშაობას გახდის შეუძლებელს. განცხადებების/საჩივრების ავტორი კომპანიების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო ზარების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. სახეზეა აღნიშნული ავტორიზებული პირების საკომუნიკაციო ბაზრიდან გაქრობის საშიშროება, რაც დამაზიანებელი იქნება, როგორც ამ კომპანიებისთვის, ისე ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან გარდაუვალი იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვა. წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების მხრიდან მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევა და კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს საკომუნიკაციო ბაზარს.

ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით ვერ მოხდება განცხადებების/საჩივრების ავტორთა კანონიერი უფლებების რეალიზაცია და სამომავლოდ ასევე შეუძლებელი გახდება მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის გათვალსიწინებით) არ იქნას შეჩერებული კომისიის გადაწყვეტილება, კომისიამ მიიჩნია, რომ აუცილებელია წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N857/19 გადაწყვეტილებისა და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „ნიუ ვიჟენის“, განცხადებები (საჩივრები) დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ლაგსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვის დავასთან დაკავშირებით.

3. სს „სილქნეტს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;

4. სს „სილქნეტს“ დაევალოს შპს „მაიფონისთვის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომისთვის“, შპს „სითი ტელეკომისთვის“, შპს „ჯეონეთისთვის“ და  შპს „ნიუ ვიჟენისთვის“, საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N428/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) დაინტერესებული მხარეებისთვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები