წვდომის მენიუ

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 375 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2017 10:59

მიღების თარიღი ივნისი 01, 2017

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2006  წლის  17  მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების შესახებ

ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისა და მათი ურთიერთქმედების სრულყოფა, სატელეკომუნიკაციო სექტორში, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში, დღის წესრიგში აყენებს ელექტრონული ბიზნესის განვითარების აუცილებლობას. თუმცა, ტექნოლოგიურ განვითარებას თან ახლავს გარკვეული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებელთა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაცვასთან. აღნიშნული ტენდენციებისა და რისკების გათვალისწინებით,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დისტანციურად მომხმარებელთან გარიგების გაფორმების შემთხვევაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს განესაზღვროს  შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში  ცვლილებების  შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 29 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურს (ი. ვერძეული).

კომისიის თავმჯდომარე                                                    კ.ბექაური

კომისიის წევრები:                                                               ე. ასანიძე

                                                                                                 გ. ფრუიძე 

                                                                                                 მ. ქათამაძე  

                                                                                                    

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები