წვდომის მენიუ

შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408) კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზია) შპს “დი+“-ის (ს/ნ 400166262) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 391 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:30

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს “სტერეო+“-ის (ს/ნ 204986408)  კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზია) შპს “დი+“-ის (ს/ნ 400166262)  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2017 წლის 8 მაისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “სტერეო+“-მა და შპს “დი +“-მა (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/3700-17 08.05.2017), რომლის თანახმადაც შპს “სტერეო+“-ს განზრახული აქვს მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივი, კერძოდ, მის სარგებლობაში არსებული MUX-D ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების  შპს “დი +“-ზე პირდაპირი გადაპირება, რაზედაც მხარეები ითხოვენ წინასწარ თანხმობას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: 

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა           

 

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

 

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებოთ უზრუნველყოფა

 

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

 

WiMax

 

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

 

მონაცემთა გადაცემა

 

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

 

B.S.4

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

 

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

B.S.5

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

 

 

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

 

B.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

 

 

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის სახეზე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F77 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც; ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად; ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა);

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F84 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც; მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად. ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის,  ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები);

გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F86 ლიცენზიას, (რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის).

შპს “სტერეო+“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-B, MUX-D და  MUX-E ლიცენზიებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დი+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ისა და შპს “დი+“-ს მიერ ერთობლივი განცხადებით (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №6/3700-17 08.05.2017), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:

-   შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

-   შპს “დი+“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

-    შპს “სტერეო+“-ის მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;

-   შპს “დი+“-ის მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;

-  შპს “სტერეო+“-ის წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

-  შპს “დი+“-ის წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ის პარტნიორები არიან: დავით ზილფიმიანი (წილის 50%-ის მფლობელი), რობერტ ხახალევი (წილის 25%-ის მფლობელი), ლაშა ზილფიმიანი (წილის 15%-ის მფლობელი), ლუკა სევერინი (წილის 10%-ის მფლობელი).  შპს “სტერეო+“-ის დირექტორია მალხაზ კვარაცხელია. შპს “დი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „სტერეო+“. შპს “დი+“-ის გენერალური დირექტორია გიორგი ხითარიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “დი+“-სთან აფილირებული პირებია შპს „სტერეო+“, შპს ტელეკომპანია „I სტერეო“,  შპს „ომეგა“ , შპს „მედიაკომი“, შპს „მულტინეტი“.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დი+“ ამ ეტაპზე არ საქმიანობს და შესაბამისად შემოსავლები არ გააჩნია. ასევე არ ფუნქციონირებენ და შემოსავლები არ გააჩნიათ შპს „დი+“-თან აფილირებულ ავტორიზებულ პირებს: შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“, შპს „ომეგას“, შპს „მედიაკომს“, შპს „მულტინეტს“. რაც შეეხება ავტორიზებულ პირ შპს „სტერეო +“-ს, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 4,593,297 ლარი. მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა, მულტიპლექსპლატფორმით მომსახურება.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზია) შპს “დი +“-ის მიერ  შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ შპს “სტერეო+“-ის  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზიის გადაპირების მიზნით, შპს “სტერეო+“-მა  და შპს „დი+“-მა ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  : 

1. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო+“-ს, შპს “სტერეო+“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზია)  შპს “დი +“-ის  მიერ  შეძენაზე;

2. განემარტოთ შპს “სტერეო+“-ს” და შპს “დი+“-ს, რომ რომ კომისიის მიერ შპს “სტერეო+“-ის  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX-D ლიცენზიის გადაპირების მიზნით, შპს “სტერეო+“-მა  და შპს „დი+“-მა ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ კომისიას, ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                                        ვახტანგ აბაშიძე         

კომისიის წევრი                                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები