შპს „ანრი 109-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:12
მიღების თარიღი ივნისი 15, 2017
შპს „ანრი 109-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/3995-17; 23.05.2017) საფუძველზე 2017 წლის პირველ ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის, კერძოდ, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში (Nშ-10/3995-17; 23.05.2017) აღნიშნულია, რომ შპს „ანრი 109“-ს არ შეუსრულებია „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ანრი 109“-ს დაევალა 2016 წლის ივნისიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების - 349.13 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,ანრი 109“-მ კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ 2017 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვის (ნულოვანი) რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. ამასთან, შპს „ანრი 109“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2016 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2017 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და გადასახდელი აქვს კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება - 349.13 ლარი.
შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 15 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირს ფოსტით გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/1666-17 01.06.2017) კომპანიის იურიდიულ მისამართზე (საქართველო, ქობულეთი ს. კვირიკე), და ასევე, ფაქტობრივ მისამართზე (საქართველო, ბათუმი, ტაბიძის ქ. 3), რომელიც კომპანიას მითითებული აქვს კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში. შპს „ანრი 109“-ს შეტყობინება არ ჩაბარდა იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე (შპს ,,საქართველოს ფოსტის უკუგზავნილები: გზავნილის კოდი: AP 01002800145; გზავნილის თარიღი: 01.06.2017; გზავნილის სტატუსი: დაბრუნებულია გამგზავნთან; გზავნილის კოდი: AP01002800146; გზავნილის თარიღი: 01.06.2017; გზავნილის სტატუსი: დაბრუნებულია გამგზავნთან). ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 2017 წლის 5 ივნისს, კომისიის შეტყობინება (N03/1666-17 01.06.2017) საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.gncc.ge/uploads/other/2/2604.pdf).
კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ანრი 109“-ს წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ანრი 109“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3995-17; 23.05.2017);
2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4451-17; 13.06.2017);
3. კომისიის წერილის (№03/689-17; 27.04.2017) და მასზე თანდართული „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილების შპს „ანრი 109“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2017 წლის 2 მაისს გაგზავნისა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის 4 მაისს გამოქვეყნების დამადასტურებელი ამონაბეჭდები;
3. კომისიის შეტყობინება (N03/1666-17 01.06.2017) შპს ,,ანრი 109“-ს და აღნიშნული შეტყობინების კომისიისთვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კომისიის შეტყობინების (N03/1666-17 01.06.2017) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ანრი 109“ 2014 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
2. შპს „ანრი 109“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. შპს „ანრი 109“-ს, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში არ წარმოუდგენია 2016 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, გადასახდელი აქვს კომისიის წინაშე არსებული დავალიანება - 349.13 ლარი;
4. „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილებით შპს „ანრი 109“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,ანრი 109“-ს დაევალა 2016 წლის ივნისიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების - 349.13 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. კომისიის წერილით (№03/689-17; 27.04.2017) შპს „ანრი 109“-ს გაეგზავნა „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილება, მაგრამ ადრესატი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ კურიერის მიერ ვერ იქნა მოძიებული მითითებულ მისამართზე. 2017 წლის 2 მაისს აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ანრი 109“-ს ასევე გაეგზავნა შპს „ანრი 109“-ს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (anrianaramo@gmail.com), რომელიც მითითებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში და ასევე, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. კომისიის წერილი (№03/689-17; 27.04.2017), რომელსაც ერთვოდა „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 4 მაისს და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ამავე დღიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „ანრი 109“-ს მხრიდან ადგილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობებისა და „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევას, რაც შპს ,,ანრი 109“-სთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
შპს ,,ანრი 109“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ამავე დარღვევების ჩადენისთვის შპს ,,ანრი 109“-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - ჯარიმა.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4451-17; 13.06.2017) თანახმად, შპს ,,ანრი 109“-ს მიერ ბოლო თორმეტი კალენდარული თვის განმავლობაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, ბოლო თორმეტი კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5 % „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებია. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ანრი 109“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით კომპანიას უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე, კომისიის წინაშე ასებული დავალიანების - 349.13 ლარის გადახდა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ანრი 109“-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N120/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ანრი 109“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300713251;
3. დაევალოს შპს „ანრი 109“-ს 2016 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2017 წლის იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების - 349.13 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ანრი 109“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ანრი 109“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ანრი 109“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ანრი 109“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
