წვდომის მენიუ

შპს „მობიტელის “ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 394 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2017 11:08

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპსმობიტელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ  შპს „მობიტელმა“ 2017 წლის 29 მაისის N402/17 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17) კომისიაში წარმოადგინა შპს „მობიტელის“ მიერ მომხმარებლებისთვის ე.წ. „FREEVOLUTION”-ის  საცალო პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამასთან შპს „მობიტელმა“ მოითხოვა მის მიერ  ამ წერილით კომისიაში წარმოდგინილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. შპს „მობიტელი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის დანართები (სამი ფურცელი).

კომისიამ განიხილა შპს „მობიტელის“ 2017 წლის 29 მაისის N402/17 წერილი კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული  წერილის დანართებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ პაკეტების შესახებ დეტალური  ინფორმაცია,  რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „მობიტელი“ შემდეგი სახის მონაცემებს შეიცავს:

პირველ ფურცელზე მოცემულია 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ე.წ „ფრიმიუმიმ“ პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მომსახურებების მიხედვით (ხმოვანი, SMS, ინტერნეტი, როუმინგი და სხვა დამატებითი მომსახურებები) აბონენტების მიერ განხორცილებული ზარების მოცულობა, განხორციელებული ზარების რაოდენობა, მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა,  აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი, ურთიერთჩართვის ხარჯი, პირდაპირი ხარჯები, ხელფასის დანახარჯები, სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და ეკონომიკური შედეგი.

მეორე ფურცელზე მოცემულია 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ე.წ „Basic“ პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მომსახურებების მიხედვით (ხმოვანი, SMS, ინტერნეტი, როუმინგი და სხვა დამატებითი მომსახურებები) აბონენტების მიერ განხორცილებული ზარების მოცულობა, განხორციელებული ზარების რაოდენობა, მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა,  აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი, ურთიერთჩართვის ხარჯი, პირდაპირი ხარჯები, ხელფასის დანახარჯები, სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და ეკონომიკური შედეგი.

მესამე ფურცელზე მოცემულია 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ე.წ „ულიმიტო“ პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა მომსახურებების მიხედვით (ხმოვანი, SMS, ინტერნეტი, როუმინგი და სხვა დამატებითი მომსახურებები) აბონენტების მიერ განხორცილებული ზარების მოცულობა, განხორციელებული ზარების რაოდენობა, მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა,  აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი, ურთიერთჩართვის ხარჯი, პირდაპირი ხარჯები, ხელფასის დანახარჯები, სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები და ეკონომიკური შედეგი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება მობილურ საცალო  მომსახურებას, რომლის შესახებ ინფორმაცია  საჯაროა და ხელმისაწვდომია,  შპს „მობიტელის“ ვებ-გვერდის საშუალებით.  თუმცა კონკრეტული პაკეტების შესახებ  ის დეტალური მონაცემი, რომელიც შპს „მობიტელის“ წერილით არის წარმოდგენილი ერთობლიობაში შპს „მობიტელის“ სატარიფო პოლიტიკას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, აღნიშნული პაკეტების საშუალებით აბონენტებისათვის  მომსახურების პირობებისა და სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს შპს „მობიტელის“  კონკურენტუნარიანობას და საშუალებას მისცემს კონკურენტს განახორციელოს მიზნობრივი მარკეტინგული კომპანია შპს „მობიტელის“ არსებული  მომხმარებლების მიმართ, მათ საკუთარ ქსელში  გადაყვანის მიზნით. ამასთან ერთად, ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტმა კომპანიებმა განსაზღვრონ შპს „მობიტელის“ მიერ შექმნილი პაკეტები აღმოჩნდა, თუ არა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი და კომპანიისთვის მოგებიანი, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მობიტელის“ კონკურენტუნარიანობას.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მობიტელის“ მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.                                                        

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „მობიტელის“ მოთხოვნა, 2017 წლის 29 მაისის N402/17 წერილის დანართით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. კომერციულ საიდუმლოებად  ცნობილ იქნას  2017 წლის 29 მაისის N402/17 წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17) დანართით წარმოდგენილი ინფორმაცია  სამ ფურცელზე;

3. ინფორმაცია შპს „მობიტელი“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „მობიტელის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „მობიტელისთვის“ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარების დღიდან.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                            კახი ბექაური

კომისიის წევრები:                                                      ელისო ასანიძე

                                                                                     ვახტანგ აბაშიძე 

                                                                                            გიორგი ფრუიძე                                                                                                                                                                                                   

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები