შპს „ისტერას“ (ს/კ400130942) წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:22
მიღების თარიღი ივნისი 15, 2017
შპს „ისტერას“ (ს/კ400130942) წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს „ისტერამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/4126-17 30.05.2017), შპს „ისტერას“ წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ისტერა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
შპს „ისტერა“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ თბილისში. შპს „ისტერას“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით სულ შეადგინა 37261 ლარი.
შპს „ისტერას“ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 3 აბონენტი.
შპს „ისტერას“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მანანა გეურქოვა, რომელსაც განზრახული აქვს შპს „ისტერას“ წილის 20% დათმოს არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს (ჰოლანდიის მოქალაქე, პასპორტის ნომერიBUPFOL 998) სასარგებლოდ.
კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ისტერას“, შპს „ისტერას“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის მანანა გეურქოვას და შპს „ისტერას“ წილის 20%-ის შეძენის მსურველი არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ისტერას“ წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ისტერას“ წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ისტერას“, შპს „ისტერას“ წილის 20%-ის არარეზიდენტი ფიზიკური პირის ჰალიმა ტაჯ-დინეს მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „ისტერას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ისტერა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ისტერასათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ისტერასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
