წვდომის მენიუ

შპს „ბანეტის“ (ს/კ412705023) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ციკორიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 396 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:28

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს „ბანეტის“ (ს/კ412705023) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ციკორიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს „ბანეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/4126-17 30.05.2017), შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ციკორიას მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბანეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

შპს „ბანეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ბაღდათის, თერჯოლის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. შპს „ბანეტის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით  სულ შეადგინა 112,994 ლარი, მათ შორის: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 111,138 ლარი (ხვედრითი წილი - 22%).

შპს „ბანეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 318 აბონენტი, მათ შორის: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 313 აბონენტი (ხვედრითი წილი - 20%).

შპს „ბანეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გიორგი სახელაშვილი.

კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ბანეტის“, ასევე შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის გიორგი ციკორიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის გიორგი ციკორიას მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის გიორგი ციკორიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

: 

1. მიეცეს თანხმობა შპს „ბანეტს“, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ციკორიას მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ბანეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ბანეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბანეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ბანეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                       კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                                                 ვახტანგ აბაშიძე         

კომისიის წევრი                                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები