წვდომის მენიუ

შპს „MAXNET“-ის (ს/კ439393390) მიერ შპს „სანეტის“ (ს/კ412704293) წილის 100%-ის და შპს „თერნეტის“ (412701349) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 397 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:23

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს „MAXNET“-ის (ს/კ439393390) მიერ შპს „სანეტის“ (ს/კ412704293) წილის 100%-ის და შპს „თერნეტის“ (412701349) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „MAXNET“-მა, შპს „სანეტმა“ და შპს „თერნეტმა“, (კომისიაში რეგისტრაციის №6/4350-17 07.06.2017), შპს „MAXNET“-ის (ს/კ439393390) მიერ შპს „სანეტის“ (ს/კ412704293) წილის 100%-ის და შპს „თერნეტის“ (412701349) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „MAXNET“, შპს „სანეტი“ და შპს „თერნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონულ საკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „MAXNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

შპს „სანეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „თერნეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

1. შპს „MAXNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „ნეტფლექსი“. შპს „MAXNET“-ის დირექტორია პაატა შამუგია.

2. შპს „სანეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი გელა ჭოხონელიძე.

3. შპს „თერნეტის“ წილის 100%-ის წილის მფლობელი და დირექტორია  ფიზიკური პირი კახა სოხაძე.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები არიან: შპს „ნეტფლექსი“ (ს/კ 400036402), შპს „YOURNET“ (ს/კ 438108398), შპს „სქაიტელი“ (ს/კ 400013748) და შპს „Niknet“ (ს/კ 406083508). შპს „სანეტი“ და შპს „თერნეტი“ სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

შპს „MAXNET“, შპს „სანეტი“ და შპს „თერნეტი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

შპს „MAXNET“-ის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 2358 აბონენტი, კერძოდ: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - 80 აბონენტი (ხვედრითი წილი 22%), ონის მუნიციპალიტეტში - 151 აბონენტი (ხვედრითი წილი 97%), საჩხერის მუნიციპალიტეტში - 1564 აბონენტი (ხვედრითი წილი 62%), ტყიბულის მუნიციპალიტეტში - 25 აბონენტი (ხვედრითი წილი 2%), ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 538 აბონენტი  (ხვედრითი წილი 24%).

შპს „სანეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 334 აბონენტი, კერძოდ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 5 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,3%), ვანის მუნიციპალიტეტში - 4 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,2%), თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 93 აბონენტი (ხვედრითი წილი 3,7%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 221 აბონენტი (ხვედრითი წილი 4,7%), სამტრედიის მუნიციპალიტეტში 21 აბონენტი (0,3%).

შპს „თერნეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 350 აბონენტი, კერძოდ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 24 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,5%), ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 62 აბონენტი (ხვედრითი წილი 1%), თერჯოლის მუნიციპალიტეტში - 260 აბონენტი (ხვედრითი წილი 11%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 4 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%).

შპს „MAXNET“-თან აფილირებული ავტორიზებული პირები - შპს „ნეტფლექსი“, შპს „YOURNET“, შპს „Niknet“, შპს „სქაიტელი“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

შპს „ნეტფლექსის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 458 აბონენტი, კერძოდ: დუშეთის მუნიციპალიტეტში - 169 აბონენტი (ხვედრითი წილი 7%), სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში - 289 აბონენტი (ხვედრითი წილი 43%).

შპს „YOURNET“-ის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით სულ შეადგინა 2002 აბონენტი, კერძოდ: გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 243 აბონენტი (ხვედრითი წილი 4%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 789 აბონენტი (ხვედრითი წილი 49%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 717 აბონენტი (ხვედრითი წილი 17%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 253 აბონენტი (ხვედრითი წილი 9%).

შპს „სქაიტელის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 4678 აბონენტი, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 302 აბონენტი (ხვედრითი წილი 4%), გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 510 აბონენტი (ხვედრითი წილი 9%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 410 აბონენტი (ხვედრითი წილი 18%), ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 258 აბონენტი (ხვედრითი წილი 2%), თბილისში - 2132 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,7%), თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში - 265 აბონენტი (ხვედრითი წილი 19%), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 30 აბონენტი (ხვედრითი წილი 1%), ქალაქ რუსთავში - 11 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%), სენაკის მუნიციპალიტეტში - 503 აბონენტი (ხვედრითი წილი 12%), სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 233 აბონენტი (ხვედრითი წილი 8%), ყვარლის მუნიციპალიტეტში - 24 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,8%).

შპს „Niknet“-ის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 1145 აბონენტი, კერძოდ: თბილისში - 457 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,1%), ხაშურის მუნიციპალიტეტში - 668 აბონენტი (ხვედრითი წილი 9%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 20 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,4%).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „სანეტის“  წილის 100%-ის და შპს თერნეტის“ წილის 100%-ის შეძენის, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „სანეტის“  წილის 100%-ის და შპს თერნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეთ თანხმობა შპს „MAXNET“-ს, შპს „სანეტს“ და შპს „თერნეტს“, შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „სანეტის“  წილის 100%-ის და შპს „თერნეტის“ წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმაზე;

2. განემარტოთ შპს „MAXNET“-ს, შპს „სანეტსა“ და შპს „თერნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“, შპს „სანეტი“ და შპს „თერნეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. შპს „MAXNET“-ისა და შპს „სანეტის“ და  შპს „MAXNET“-ისა და შპს „თერნეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „MAXNET“-მა, შპს „სანეტმა“ და შპს „თერნეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „MAXNET“-ის, შპს „სანეტისა“ და შპს „თერნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „MAXNET“-ის, შპს „სანეტისა“ და შპს „თერნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

       კომისიის თავმჯდომარე                                                        კახი ბექაური        

     

        კომისიის წევრი                                                                          ვახტანგ აბაშიძე         

 

        კომისიის წევრი                                                                          ელისო ასანიძე

 

        კომისიის წევრი                                                                                          გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები