წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროსთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 403 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2017 11:10

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

  შპს სტუდია მაესტროსთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიის 2017 წლის 25 მაისის №358/8  გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 25 აპრილის №281/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სტუდია მაესტრო“.

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (6,229.00 ლარი) 30%-ს - 1,868,70 (ერთი ათას რვაასსამოცდარვა ლარი და 70 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 593.20 (ხუთასოთხმოცდაცამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი ანუ 1,275.50 (ერთი ათას ორასსამოცდათხუთმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარის 2017 წლის 25 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.  

კომისია, აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ 2017 წლის 7 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 1,275.50 (ერთი ათას ორასსამოცდათხუთმეტი და 50 თეთრი) ლარი.  გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომისიაში წარმოდგენილ იქნა იმავე დღეს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის ნომერი - №7/4335-17 07.06.17).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   52-ე მუხლის,  472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა“ და კომისიის 2017 წლის 25 მაისის №358/8  გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს შპს „სტუდია მაესტროს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) გეოგრაფიული არეალი:  ქ. თბილისი;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2027 წლის 15 ივნისის ჩათვლით;

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების  შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

3. შპს „სტუდია მაესტრომ“ უზრუნველყოს №F103 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 4,360.30 (ოთხი ათას სამას სამოცი და 30) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

364.00 ლარი - 2017 წლის 15 ივლისამდე;

364.00 ლარი - 2017 წლის 15 აგვისტომდე;

364.00 ლარი - 2017 წლის 15 სექტემბრამდე;

364.00 ლარი - 2017 წლის 15 ოქტომბრამდე;

364.00 ლარი - 2017 წლის 15 ნოემბრამდე;

364.00 ლარი - 2017 წლის 15 დეკემბრამდე;

364.00 ლარი - 2018 წლის 15 იანვრამდე;

364.00 ლარი - 2018 წლის 15 თებერვლამდე;

364.00 ლარი - 2018 წლის 15 მარტამდე;

364.00 ლარი - 2018 წლის 15 აპრილამდე;

364.00 ლარი - 2018 წლის 15 მაისამდე;

356.30 ლარი - 2018 წლის 15 ივნისამდე;

4. შპს „სტუდია მაესტრომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო  მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ი. ხარებავა);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესრულებაზე   დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  საფინანსო  სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები