წვდომის მენიუ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 407 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2017 17:51

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის

დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით

სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ (რეგისტრირებული ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ, რეგ. №5/4-3396, 12/11/2002; ს.კ. №204995176)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3150-17, 18.04.17)  საქართველოს ტერიტორიაზე ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე  რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (5000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1574  ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების მიხედვით, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 15 ივნისამდე, ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                 ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 ე. ასანიძე             

კომისიის წევრი                                                                                                                 გ. ფრუიძე

დანართი

 

ა) ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა       

8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 500 მილივატისა;

ბ) ელსადგური ენგურჰესის ანძა - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა    

17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;

გ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3

17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;

დ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3              

17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;

ე) ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220 

22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა; 

ვ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1      

22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;       22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;

ზ)ელექტროსადგურივარციხეჰესი-1ელექტროსადგური ვარციხეჰესი-2            

22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა;

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები