წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 სექტემბრის № 519/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 412 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2017 17:41

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 18 სექტემბრის № 519/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978), რომელიც წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010), კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3689-17, 08.05.17) განსაზღვრულ მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, რადიოსარელეო სიხშირის შეცვლის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის № 519/13 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“ მიენიჭა სიხშირეები რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2024 წლის 18 სექტემბრამდე.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის შესაბამისად სს „სილქნეტისთვის“ მინიჭებული სიხშირეები განკუთვნილია ფიქსირებული ხაზების ფუნქციონირებისთვის.

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია სს „სილქნეტისთვის“ კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის № 519/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეები ჩანაცვლდეს 2017 წლის 5 აპრილის №16/ 970-17 წერილით განსაზღვრული სიხშირეებით (რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნა №7-10/2524-17, 20.03.17) .

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 18 სექტემბრის № 519/13 გადაწყვეტილების დანართში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

N

ადგილი  და კოორდინატები

RF-ზოლი

გადამცემის სიმძლავრე

სიხშირეები

A

B

W

A

B

MHz

MHz

MHz

1

ჯუმათი ჯეოსელის ანძა

N42.013550˚

E41.973919˚

 

55

0,1

18002,5

 
 

ანასეულის ანძა

N41.913692˚

E41.992736˚

55

0,1

 

19562,5

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

3. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სს „სილქნეტისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილების აღრიცხვა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 ე. ასანიძე                             

კომისიის წევრი                                                                 გ. ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები